ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელი პრემიერი ბარაკ ობამას შეხვდა


თეთრი სახლი, 12 მარტი, 2014
თეთრი სახლი, 12 მარტი, 2014
ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინელ პრემიერთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები იძულებული იქნებიან რუსეთს პასუხი აგებინონ თუ ეს უკანასკნელი, ყირიმის ანექსიის მიზნით, რეფერენდუმზე წავიდა. პრეზიდენტმა, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და უკრაინელი ხალხის თავისუფალი არჩევანის მიმართ-ჩარევის გარეშე განსაზღვრონ საკუთარი ბედი.

ობამამ, აღნიშნული განცხადება უკრაინის დროებით პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. არსენი იაცენიუკი ობამას განცხადებების დროს დარბაზში იმყოფებოდა. ამერიკელმა ლიდერმა არაერთხელ გაიმეორა, რომ "ჩვენ უკრაინის გვერდში ვიქნებით."

დღევანდელი შეხვედრა პირველია ობამას და იაცენიუკს შორის. უმაღლესი დონის შეხვედრა ამერიკის მხარდაჭერის დაფიქსირებას ისახავდა მიზნად უკრაინის ახალი მთავრობის და ხალხის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ფინანსური დახმარება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ მილიარდ დოლარს გამოყოფს.

ხუთშაბათს, კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავა, რომელსაც სენატორი ჯონ მაკეინი უხელმძღვანელებს. ლონდონში კი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის და მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის შეხვედრა იგეგმება.
XS
SM
MD
LG