უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებიდან დაბრუნების ვიდეოფირმა ვითარების ესკალაციაში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შეიტანა. შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი თურქეთში, ჯეიმს ჯეფრი, მიიჩნევს, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო.
„სამხედრო ქმედების განხორციელებისას სწორი სიგნალის გაგზავნა „ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ ქვეითი ჯარი მზადყოფნაშია“ - აცხადებს ამერიკის ყოფილი ელჩი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარია.
მისი თქმით, დადგა დრო, რომ შეერთებულმა შტატებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ქვეითი ჯარების სამხედრო წვრთნები ჩაატაროს: „ქვეითი ჯარების წვრთნა სიმბოლურად აჩვენებს, რომ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში განერვიულებული ნატოს მოკავშირეების დაცვის სურვილი გვაქვს“.
საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა, მაგალითად პოლონეთი. პოლონეთის ელჩი შეერთებულ შტატებში -რიშარდ შნეფი- ამბობს, რომ ყირიმში დაწყებული პრო-რუსული აგრესია მთელი რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება.
„შექმნილ სიტუაციას ჩვენი სუვერენიტეტის უშუალო საფრთხედ მივიჩნევთ და შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ კრემლის გადასახედიდან, სიტუაციის მოგვარებისთანავე, შემდეგი რიგში მოლდოვა იქნება და სავარაუდოდ, სხვა დანარჩენი ქვეყნებიც“ - აცხადებს პოლონეთის ელჩი.
რუსეთის მეზობლების შეშფოთება სამართლიანია. მათ საქართველოს მაგალითი კარგად ახსოვთ, როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოს სადაო ტერიტორიაზე -სამხრეთ ოსეთში- შეიჭრა. შემდეგ კი საქართველოს საზღვრებში მყოფი ტერიტორიები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. რუსეთის ჯარები დღესაც იქ იმყოფებიან.
„ეს მოვლენები... გაკვეთილი იყო მთავარი მოთამაშეებისთვის, უკრაინაში განვითარებული მოვლენებისთვისაც“ - აღნიშნავს საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე. მისი აზრით, შეერთებული შტატების მხრიდან არასაკმარისმა ქმედებამ შექმნა პრეცედენტი, რომელმაც ზეგავლენა უკრაინის კონფლიქტზეც მოახდინა.
„რუსეთმა საქართველოს მაგალითზე დაინახა, რომ მე-19 საუკუნის მეთოდებით შეუძლია იმოქმედოს და მას ეს შერჩება. რუსეთი არ აიძულეს, რომ ამისათვის პოლიტიკური საფასური გადაეხადა“ - დასძენს საქართველოს ელჩი. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, უკრაინამ თავი უნდა შეიკავოს, რათა „რუსეთის მთავრობის კიდევ უფრო მძიმე შურისძიების პროვოცირება არ მოხდეს“.
უკრაინის არმიაში დაახლოებით 130 ათასი ჯარისკაცია. ამ რაოდენობით უკრაინა რუსეთთან ახლოსაც ვერ მივა. ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციები უკრაინას კიდევ უფრო ანაწევრებს. ამ სიტუაციის გათვალისწინებითაც რუსეთის მეზობლებს ნამდვილად აქვთ შეშფოთების მიზეზი.