ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმერ პუტინი რუსეთის სამხედრო ძალის დემონსტრირებას ახდენს


ვაშინგტონი ყველა რუსული სამხედრო ძალების ბაზებზე დაბრუნებას მოითხოვს

პრეზიდენტმა პუტინმა დაიპყრო უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და მსოფლიოში დიდი დაძაბულობა შექმნა, თუმცა მოსკოვი ამბობს, რომ ეს ადგილობრივი თავდაცვის ძალები არიან.

სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი:

„ქვეყნების თანამეგობრობაში ისეთი სახის აგრესიის და ნაბიჯების ადგილი არ არის, რისი მოწმეც ამ ბოლო დღეებში უკრაინაში, ყირიმში გავხდით.“

ახლა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოსალოდნელია ყირიმის კრიზისმა სხვა კონფლიქტებზეც, კერძოდ სირიის სამოქალაქო ომზეც, მოახდინოს გავლენა.

შეერთებული შტატები და რუსეთი თანამშრომლობენ სირიის ქიმიური იარაღის განადგურების საქმეში, თუმცა ისინი მოწინააღმდეგე მხარეებს უჭერენ მხარს.

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ერაყსა და თურქეთში, ჯეიმს ჯეფრი ამბობს, რომ უკრაინის პრობლემა საგრძნობი იქნება.

ჯეიმს ჯეფრი:

„ჩვენ გვესაჭირეობა ბევრად მეტი აქტიურობა და ბევრად სწრაფად მოქმედება, თორემ არა მარტო რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებას, არამედ რუსეთის, ირანის, ჰეზბოლას და ასადის მიერ მოსახლეობის დიდი ნაწილის დამარცხებას და ჩვენი მოკავშირეებით სავსე რეგიონის შუაგულში მათ გამარჯვებასაც ვიხილავთ. ეს სამწუხაროა.“

სხვა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ როცა რუსეთი საკუთარ ტერიტორიასთან არსებულ პრობლემაზეა გადართული, სირიის პრეზიდენტს შეშფოთების მიზეზი უნდა ჰქონდეს.

ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ბაჰრეინში ადამ ერელი:

„მე რომ ასადი ვიყო, შეშფოთებული ვიქნებოდი იმის გამო რომ, ირანის შემდეგ ჩემი მთავარი მფარველი ძალა ნდობადაკარგულია.“

რუსეთი შეერთებულ შტატებთან და სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობდა, მათ შორის ირანთან - ამ ქვეყნის საკამათო ბირთვული პროგრამის გარშემო განხორციელებული მოლაპარაკებების პროცესში.

გაეროს უშიშროების საბჭოში, ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მისაღებად რუსეთის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს სანქციები ირანს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.

ავღანეთში განლაგებული ამერიკული ძალების მომარაგების სატრანსპორტო ხაზების უზრუნველყოფაში ვაშინგტონი რუსეთს ეყრდნობა.

ამას ახლავე ენიჭება მნიშვნელობა, როცა ჯარების და აღჭურვილობის მიმდინარე წელს გამოყვანის გეგმა არსებობს.

ჯეიმს ჯეფრი:

„ახლა რომ მოვახდინოთ რუსეთზე დაწოლა, ვფიქრობ ისინი თანამშრომლობას უეცრად შეწყვეტენ. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ტრანსპორტირება უფრო გართულდება და გაძვირდება, თუმცა არსებობს სხვა მარშრუტებიც შუა აზიის, კავკასიის და ცხადია პაკისტანის გავლით, ასევე საჰაერო გზით.“

სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის უკრაინაში აგრესიას „ნატო“-ც უნდა გამოეპასუხოს.

ლონდონელი უსაფრთხოების ანალიტიკოსი ჯონათან ეიალი:

„ახლა, უკრაინაში მომხდარის შემდეგ, სწორი გადაწყვეტილება იქნება სამხედრო ძალების პოლონეთში და რუმინეთში გადასროლა, იმ ორ უდიდეს ქვეყანაში, რომელთაც უკრაინასთან საერთო საზღვარი აქვთ.“

ვაშინგტონი ყველა რუსული სამხედრო ძალების ბაზებზე დაბრუნებას მოითხოვს.

...პირდაპირ მოლაპარაკებებს კიევსა და მოსკოვს შორის...

და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რათა ყველა უკრაინელის უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი.
XS
SM
MD
LG