ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმი რეფერენდუმისთვის ემზადება


რუსეთი ყირიმზე კონტროლს ზრდის, ადგილობრივი ხელისუფლება კი რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

ყირიმის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიხაილო მალიშევი აცხადებს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი რეფერენდუმის, სხვანაირად რუსეთთან გაერთიანების შესახებ გამოკითხვის, მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება.
მისი განცხადებით, ყველა დარეგისტრირებულ ყირიმელ ამომრჩეველს უფლება აქვს კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

„ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა დარეგისტრირებულ მოქალაქეს რეფერენდუმში მონაწილეობა შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ კენჭისყრაში მონაწილეობას ვერაფერი შეუშლის ხელს“-თქვა მალიშევმა.
ამ ფონზე, რუსეთის ძალები აგრძელებენ ყირიმზე კონტროლის გამკაცრებას.
გუშინ, უკრაინის მოქმედმა ვიცე პრემიერმა არსენი იაცენიუკმა პირობა დადო, რომ უკრაინა „ტერიტორიის ერთ სანტიმეტრსაც კი არ დათმობს“.

ოთხშაბათს, არსენი იაცენიუკი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას ხვდება.
XS
SM
MD
LG