ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმელი თათრები: ფიქრი წარსულსა და მომავალზე


ყირიმის კონფლიქტზე საუბრისას აქცენტი უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაზე კეთდება. თუმცა რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ თათრებს, კონფლიქტის შედეგად, დასაკარგი ყველაზე მეტი აქვთ. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი ყირიმის ქალაქ ბახჩისარაიდან მოგვითხრობს.

ყირიმის პირველყოფილ მოსახლეობა-თათრებს-სლავური წარმოშობის მეზობლები ჭარბობენ. მაგრამ ისინი ყირიმის ნახევარკუნძულისთვის ბრძოლას ყურადღებით ადევნებენ თვალს და ნერვიულად აკვირდებიან რუსეთის კონტროლ-ქვეშ მოქცევის შესაძლებლობას.

ყირიმელი თათრები, ნახევარკუნძულის ორმილიონიანი მოსახლეობიდან, დაახლოებით თორმეტ პროცენტს შეადგენენ. უმრავლესობა ბახჩისარაიში, მცირე ნაწილი კი სიმფეროპოლში ცხოვრობს.

ეიდორი, ბახჩისარაის მცხოვრები, ამბობს: “რა თქმა უნდა აქ ყველა შეშინებულია, თუმცა ხალხმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს.”

ამ ეთნიკური ჯგუფის წარსულს თუ გადავხედავთ, ნერვიულობის მიზეზი ნამდვილად არსებობს. 1944 წელს, სტალინმა თათრები ყირიმიდან გადაასახლა და მათი დაბრუნება მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი უკრაინის შემადგენლობაში გახდა შესაძლებელი.

ყირიმელი თათარი პოლიტიკოსი აბდურამან ეგიზი ამბობს: “უკრაინა ახალი სახელმწიფოა. ყირიმში მცხოვრები თითოეული ეთნიკური ჯგუფი [არსებობას] ხელახლა იწყებს.”

ეს მართლაც თავიდან დაწყებას ნიშნავდა. ამ, წარმოშობით თურქულენოვან, მუსლიმ თემობას ყველაფრის ხელახლა შენება მოუხდა, დაიბრუნეს მეჩეთიც, რომელსაც საბჭოთა პერიოდში კინო-თეატრის ფუნქცია ჰქონდა.

და მაინც, დღესდღეობით, თათრები ბევრად ჩამორჩებიან ყირიმელი თათრების პირველყოფილ სიძლიერეს. ბახჩისარაის სასახლე, ყირიმის ხანების ადგილსამყოფელი, რომელიც ალექსანდრ პუშკინმა განადიდა, რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში 18 საუკუნეში აღმოჩნდა.

თათრები ამბობენ, რომ მზარდი პოლიტიკური და სამხედრო ბატალიების ფონზე, ცხოვრების დონის გაუარესებას არ დასჯერდებიან.

ეიდორი, ბახჩისარაის მცხოვრები:

“მე ჩემს სახლში დავრჩები. დანამდვილებით ასე იქნება. რაც არ უნდა მოხდეს, არცერთი ჩვენთაგანი აქაურობას, საკუთარ სახლს არ მიატოვებს.”

ადგილობრივ მეჩეთში, მამაკაცები მშვიდობისთვის ლოცულობენ. მათ, გაჭირვებით დაბრუნებული დანაკლისის შენარჩუნება, პუშკინის “ნათელი ცის ქვეშ და ლაჟვარდისფერ ტალღებში” ცხოვრება სურთ.

ეიდორი: “ეს უკრაინის მიწაწყალია. [ყირიმი] უკრაინაა.”

რეფერენდუმის შემთხვევაში კი თათრები, სავარაუდოდ, კვლავაც მოსკოვის მმართველობის ქვეშ მოექცევიან.

XS
SM
MD
LG