ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოჭში პარალიმპური თამაშები იწყება


რამდენიმე ქვეყანამ უარი განაცხადა სოჭში ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის გაგზავნაზე

უკრაინის პარალიმპური გუნდი აცხადებს, რომ უკრაინა სოჭის პარალიმპურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ყირიმში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციას გააგრძელებს.

უკრაინის პარალიმპური ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა ვალერი შუშკევმა ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უკრაინა გეგმავს თამაშებში მონაწილეობის მიღებას.

შუშკევიჩმა თქვა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა და მას თამაშების მსვლელობისას მშვიდობის შენარჩუნება სთხოვა. შუშკევიჩი აცხადებს, რომ პუტინს არაფრის პირობა არ დაუდია, თუმცა პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის ფაქტი, რომ პუტინმა მას მოუსმინა.

სოჭში პარალიმპური თამაშები პარასკევს იწყება. რუსეთის სამხედრო მოქმედებების გაპროტესტების მიზნით, რამდენიმე ქვეყანამ უარი განაცხადა სოჭში ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის გაგზავნაზე.
XS
SM
MD
LG