ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრთხილი და ნელი ნაბიჯებით ნიუ-იორკი მდგომარეობიდან გამოდის და ეკონომიკის აღდენას იწყებს


ნიუ-იორკის შტატმა კორონავირუსის პანდემიის პიკი გადაიარა და შტატი ეკონომიკის აღდგენაზე იწყებს ფიქრს. შტატის გუბერნატორი ამბობს, რომ ნაბიჯები ფრთხილი უნდა იყოს და მოზომილი.

ჩვენი ხელახალი გახსნა დამოკიდებულია ჩვენს გონიერებაზე. მოვუსმინოთ ექიმებს, მეცნიერებს, გავაანალიზოთ რიცხვები და ნაბიჯები ამის მიხედვით გადავდგათ. სწორედ ასე მოვიქცევით,“- ამბობს ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო

სწორედ ამიტომ, შტატმა გამოაქვეყნა გეგმა თუ როგორ შემსუბუქდება შეზღუდვები. გეგმაში 4 ფაზაა, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს წესებს და იმ სფეროებს, რომლებიც აღდგენას დაიწყებს.

ფაზა 1

  • მშენებლობა
  • წარმოება და საბითუმო მიწოდება
  • საბითუმო მიწოდება უნდა მოხდეს დელივერის მეშვეობით ან მხოლოდ პიკაპით

ფაზა 2

  • პროფესიული სერვისები
  • ბანკები და დაზღვევა
  • სავაჭრო ობიექტები
  • ადმინისტრაციული დახმარება
  • უძრავი ქონების სააგენტოები

ფაზა 3

  • რესტორნები და საკვები ობიექტები
  • სასტუმროები

ფაზა 4

  • ხელოვნება
  • განათლება.

თუმცა, იმ დრომდე, სანამ შტატის რეგიონები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დაიწყონ გახსნა, მათ უნდა დააკმაყოფილონ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტები, რაც გულისხმობს შემდეგს:

  • რეგიონში დაავადებულების და გარდაცვალების რაოდენობა უნდა მცირდებოდეს 14 დღის განმავლობაში (სამი დღის საშუალო მაჩვენებლების მიხედვით).
  • რეგიონში ყოველ 100 000 ადამიანზე დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს.
  • რეგიონებში, სადაც პანდემია ნაკლებად იყო გავრცელებული, დღიურად დაინფიცირებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს და გარდაცვლილთა რაოდენობა 5-ს (3 დღის საშუალო მაჩვენებლით)

შტატის გადაწყვეტილებით იმისათვის რომ რეგიონებმა ეკონომიკის აღდენა დაიწყონ, აუცილებელია საავადმყოფოებში არსებობდეს საერთო საწოლების რაოდენობის 30% თავისუფალი, როგორც რეანიმაციულ განყოფილებაში ასევე პალატებში, რათა მათ შეძლონ მიიღონ დაინფიცირებული პაციენტები.

ასევე, საავადმყოფოების ადამინისტრაცია ვალდებულია მოიმარაგოს დასაქმებულთათვის დამცვავი საშუალებები 90 დღისთვის.

ნიუ-იორკის რეგიონმა ასევე უნდა აკონტროლონ ინფიცირების მაჩვენებლები.

მეგაპოლისი ჯერ ასეთი მშვიდი არასდროს ყოფილა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:17 0:00

ნიუ-იორკში, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 320 000-ს აღემატება, გარდაცვლილია 19 000-ზე მეტი ადამიანი.

შტატშის მონაცემებით საავადმყოფოებში მკურნალობას ამ დროისთვის 10 000-მდე ადამიანი გადის. მხოლოდ ერთ დღეში ნიუ-იორკში 659 ადამიანი დაინფიცირდა. რაც გასულ დღეებთან შედარებით ნაკლები მონაცემია.

„ჩვენ პლატოდან ვეშვებით. როგორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გავაგრძელებთ ამ გზას, შეიძლება ეს თვეების განმავლობაში გაგრძელდეს ან კვირების,“- ამბობს ნიუ-იორკის გუბერანტორი ენდრიუ კუომო.

პიკი, რომ ნიუ-იორკში გადავლილია, ამას გარდაცვლილთა რაოდენობაც ადასტურებს. თუ შტატში დღეში 1000-მდე ადამიანი კვდებოდა ახალი კორონავირუსით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯამში 1 300 ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ გუშინ, შტატმა 230 ადამიანი დაკარგა.

ნიუ-იორკის შტატში სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, წარმოდგენილი გეგმის მიხედვით ყველაზე ბოლოს გაიხსნება, ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა.

"უნდა შევქმნათ უკეთესი ჯანდაცვის სისტემა. ტელემედიცინა და მოვაწესრიგოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ის იყოს უფრო უსაფრთხო. რაც შეეხება განათლებას, ჩვენ გვაქვს საშუალება სასწავლო პროცესი ვაწარმოოთ კომპიუტერების დახმარებით. ეს სრულიად შესაძლებელია. ამ საქმეს სკოლები ძალიან კარგად ართმევენ თავს. ეს შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი განათლების სისტემის სამომავლო გაჯანსაღებაში. როცა გავხსნით სკოლებს, ისინი უფრო უკეთესები უნდა გავხნათ,“- ამბობს შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო და განათლების სფეროში რეფორმებს აანონსებს.

ნიუ-იორკის გუბერნატორი ამბობს, რომ ეკონომიკის აღდგენა ყველა ადამიანს უნდა, თუმცა როგორ დაიწყება ეს პროცესი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

გუბერნატორი იწუნებს ზოგიერთი შტატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სწრაფად აღდენის მხრივ და ამბობს, რომ ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან „ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია“ ენდრიუ კუომოს მიაჩნია, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ხარჯზე ეკონომიკა არ უნდა აღდგეს. თუმცა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება რთულია.

„ის, რაც ვაშინგტონში ხდება და ხდებოდა მიუღებელია-პოლიტიკური დაპირისპირება პარტიებს შორის. მე კვლავ ვფიქრობ რომ ახლა პოლიტიკის დრო არ არის. ეს არ არის ის საკითხი (ეკონომიკის აღდენა შტატებში) რომელზეც მხოლოდ პასუხისმგებლობას გუბერნატორები ავიღებთ. ეს ფედერალურ მთავრობასთან ერთად უნდა მოხდეს. მათი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, როცა ფედერალური მთავრობა ეხმარება ფიზიკურ პირებს, კომპანიებს სხვადასხვა სფეროში, მე ამას მივესალმები, მაგრამ იმისათვის, რომ ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეთ, გადავიაროთ ეს ქარიშხალი საჭიროა ამერიკის ყველა შტატმა მიიღოს დახმარება, დახმარება, რომლითაც შტატები შეძლებენ პროცესების მართვას. თუ ჩვენ ფედრალური მთავრობა არ დაგვეხმარება, ჩვენ ვერ შევძლებთ დავეხმაროთ შტატის რეგიონებს და ეს იქნება ცუდი ჯაჭვური რეაქცია. მაშინ, როცა შტატის მთავრობა ზრუნავს ადგილობრივ პოლიციაზე, სახანძრო სამსახურზე, სამედიცინო სფეროზე, განათლების სფეროზე და ა.შ. ახლა ისე, როგორც არასდროს, საჭიროა ფედერალურმა მთავრობამ იმუშაოს გამართულად და გადადგას სწორი ნაბიჯები,"- ამბობს, ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო.

შტატი ნიუ-იორკი ეკონომიკის აღდგენის პროცესს 15 მაისიდან დაიწყებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG