ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაცია პეკინის დასჯის გზებს განიხილავს


ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთიდან, გლობალური ინდუსტრიის გადამისამართებას ცდილობს. ვაშინგტონი ახალ ტარიფებს განიხილავს, კორონავირუსის გავრცელების გამო, პეკინის დასასჯელად.

„ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ ვმუშაობდით [ჩინეთის მიწოდების სისტემებზე დამოკიდებულების შემცირებაზე] და ახლა ამ ინიციატივას ვაჩქარებთ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კეიტ კრაჩმა.

შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი და სხვა სააგენტოები ცდილობენ კომპანიებს მოუწოდონ, ზეწოლის თუ ინიციატივების სახით, რომ ჩინეთიდან წარმოება სხვა ქვეყნებში გადაამისამართონ.

ტრამპმა რამდენჯერმე გააჟღერა, რომ გეგმავს 370 მილიარდის ოდენობის ჩინურ პროდუქციაზე 25%-მდე ახალი ტარიფები დააწესოს.

ტარიფებთან ერთად, თეთრი სახლი პეკინის დასჯის სხვა გზებსაც განიხილავს, მათ შორის, ოფიციალური პირებისთვის და ჩინური კომპანიებისთვის სანქციების დაწესებით და ტაივანთან, რომელიც ჩინეთისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ურთიერთობის გაღრმავებით.

წარმოების და პროდუქციის ჯაჭვის ჩინეთიდან გადატანის ინიციატივა კონკრეტულ და ერთობლივ ნაბიჯებს მოიცავს. ამერიკული მხარე ავსტრალიასთან, ინდოეთთან, იაპონიასთან, ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ კორეასთან და ვიეტნამთან ერთად განიხილავს გლობალური ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის გზებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. სახელწიფო მდივანი ამბობს, რომ დისკუსიის მიზანი „მსგავსი ვითარების განმეორების თავიდან აცილებაა“.

თუმცა ტრამპის ჩინეთის პოლიტიკას, კულისებში ფონად ჩინეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრეებსა და ვაჭრობის მხარდაჭერების შორის დაპირისპირება გასდევს.

გაეროს მონაცემებით, 2018 წელს ჩინეთზე მსოფლიო წარმოების 28 პროცენტი მოდიოდა. კორონავირუსის პანდემიამ განაახლა ჩინეთის როლზე საუბარი, როცა საქმე ზოგად მედიკამენტებს, საკვების და ტექნიკის მიწოდების და წარმოების წყაროებსა და ჯაჭვებს შეეხება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG