იყიდება 13,5 კილოგრამიანი ქვა მთვარიდან. მისი საწყისი ფასი კი 2.49 მილიონი ამერიკული დოლარია. ქვა რამდენიმე წლის წინ საჰარის უდაბნოში ჩამოვარდა. სპეციალისტების ვარაუდით, ის დედამიწაზე მას შემდეგ მოხვდა რადც სტეროიტი ან კომეტა მთვარეს შეეჯახა.
დაახლოებით ორმილიონნახევრ დოლარად შეფასებული ქვა დედამიწაზე არსებულ მთავრის ნაწილებს შორის ერთი-ერთი უდიდესია. დედამიწაზე ჯამში ათობით მთვარის ქვა არსებობს და მათი ჯამური წონა 650 კილოგრამია.
„სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის ხელში ჩაგდება ბევრისთვის არის მნიშვნელოვანი და საამაყო. იშვიათია როცა ასეთი ნივთი აუქციონზე ხვდება. ეს არის მთავარის ნაწილი, უფრო დიდი ვიდრე ადამიანის თავი ან ფეხბურთის ბურთია,“- ამბობს კრისტის მეცნიერებისა და ბუნებრივი ისტორიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჰილოპი.
„მთვარე კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟიდან არის მიჩნეული როგორც ძალაუფლების, სიყვარულის, დროისა და კეთილდღეობის სიმბოლო და ის დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია,“ - ასე უკეთებენ რეკლამას კრისტის აუქციონზე 13,5 კილოგრამიან ქვას მთვარიდან.
ახალი კვლევების მიხედვით მთვარე 4,5 მილიარდი წლის წინ დედამიწასთან, მარსის ზომის სხეულის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ მთვარე დიდი შეჯახების შემდეგ გამოეყო დედამიწას.
კრისტის აუქციონზე ქვა 30 პარილიდან იყიდება, ამ დრომდე არ არსებობს დადასტურებული ცნობა გაიყიდა თუ არა ის და ჰყავს თუ არა მას ახალი მეპატრონე.
Facebook Forum