ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იუსტიციის დეპარტამენტი ვირჯინიის ეკლესიას მხარს უჭერს


ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი მხარს უჭერს ეკლესიის პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება ვირჯინიის შტატის გადაწყვეტილებას 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვის თაობაზე. ადგილობრივი ეკლესია ფედერალურ სარჩელში აცხადებდა, რომ ვირჯინიის გუბერნატორის, რალფ ნორთემის ბრძანება რელიგიის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს.

ვირჯინიის ქალაქ ჩინკორეგის პოლიციამ ეკლესიის პასტორი სისხლის სამართლის დანაშულის ბრალდება წაუყენა აპრილის დასაწყისში ჩატარებული იმ მსახურებისთვის, რომელსაც 16 ადამიანი ესწრებოდა.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შტატს არ წარმოუდგენია ამ ქმედებას საფუძვლიანი მიზეზები მაშინ, როდესაც სხვა, არა-რელიგიურ დაწესებულებაში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება მაინც ხდება. დეპარტამენტი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი ბალანსი უნდა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანდაცვის საუკეთესო პრაქტიკის განხორციელებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით.

"შეერთებულ შტატებს აქვს არსებითი ინტერესი იმისა, რომ დაცული იყოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა აღმარებლობის და მისი გამოხატვის თავისუფლება, ის, რაც განსაზღვრულია კონსტიტუციის პირველი ჩასწორებით", - აცხადებს იუსტიციის დეპარტამენტი.

აპრილის ბოლოს შტატები და ადგილობრივი ხელისუფლებები მკაცრად გააფრთხილა გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმაც, რომელიც რელიგიური და სხვა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვისთვის შტატებს სამართლებრივი ქმედებებითაც კი დაემუქრა. მან ასევე ოფიციალური წერილით მიმართა იუსტიციის დეპარტამენტში სამოქალაქო უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ მთავარ პირს და ფედერალურ პროკურორებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებების ამგვარი დარღვევების გამოვლენისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG