შეერთებული შტატების სენატი სესიებს ორშაბათს განაახლებს. მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო კაპიტოლიუმში ოფიციალური მუშაობა შეწყდა, ხუთ კვირაზე მეტი გავიდა.
იმ დროს, როდესაც წარმომადგენელთა პალატა მუშაობის განახლებას სულ მცირე კიდევ ერთი კვირით შეაყოვნებს, ხელმძღვანელობა ცდილობს გამოძებნოს გზები, რათა საკანონმდებლო ორგანომ - დისტანციურად ან ფიზიკურად ადგილზე ყოფნით - საკუთარი ძირითადი უფლებები განახორციელოს, რომელიც ზედამხედველობას და ხარჯვით ნაწილს მოიცავს.
წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერმა სტენი ჰოიერმა წევრები უკვე გააფრთხილა, რომ მზად იყვნენ, სესიების გაცდენილი დროის ასანაზღაურებლად, საკუთარ სამუშაო გრაფიკებში ცვლილებები შეიტანონ და უფრო ხანგრძლივი სამუშაო კვირები დაგეგმონ.
ტრადიციულად, კონგრესი აგვისტოში არდადეგებზე მიდის და საარჩევნო წლის შემოდგომაზე ნაკლებად დატვირთული გრაფიკით მუშაობს, რათა კონგრესმენებს საკუთარ ოლქებში საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება მიეცეს. წელს, სენატორთა მესამედსაც ხელახალი არჩევნები მოუწევს და საკამპანიოდ დრო დასჭირდება.
არჩევნების დღემდე, 3 ნოემბრამდე, სენატს სესიებისთვის 15 კვირა, წარმომადგენელთა პალატას კი 13 კვირა რჩება.
Facebook Forum