ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

$8 მილიარდი კორონავირუსთან საბრძოლველად


კორონავირუსისთვის განკუთვნილი წამლისა და ვაქცინის შექმნაში დახმარების მიზნით, ევროკავშირის ლიდერებმა, 8 მილიარდი ამერიკული დოლარის მობილიზება შეძლეს.

40 მდე ქვეყანამ, საქველმოწმედო ორგანიზაციებმა, ცალკეულმა ცნობადმა სახეებმა, დაავადების დიაგნოზირებისთვის, პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შემოწირულობის გაკეთების პირობა დადეს.

ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, პოპ მუსიკის დედოფლად მიჩნეული მადონა, 1 მილიონ დოლარზე მეტს გაიღებს. ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.

თავად, ევროკომისია გლობალურ ძალისხმევას 1 მილიარდი ამერიკული დოლარით შეუერთდდება. ამავე რაოდენობის თანხას გამოყოფს ნორვეგია. საფრანგეთის, საუდის არაბეთისა და გერმანიის წილი 500 – 500 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება. იაპონია 800 მილიონს გამოყოფს.

ევროკავშირის ლიდერების ძალისხმევას გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. „ეს არის საერთაშორისო სოლიდარობის ნიშანი, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - აცხადებს ორგანიზაციის ხელომძღვანელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG