ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“აშკარაა პოლიტიკური შურისძიება, “- საერთაშორისო ამნისტია სააკაშვილზე


მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიამ" განცხადება გაავრცელა. სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ "პოლიტიკურ შურისძიებას" აქვს ადგილი.

ეს სააკაშვილის საქმეზე "საერთაშორისო ამნისტიის" პირველი განცხადებაა, რომელიც 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ძალით გადაყვანის შემდეგ გაკეთდა.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირას) ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, სავარაუდოდ დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და არ მისცეს ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომა. ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა.”- ნათქვამია საერთაშორისო ამნისტიის განცხადებაში.

რუსთავის ციხიდან მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, მის მიმართ ციხის თანამშრომლებმა ძალა გამოიყენეს და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარის შესწავლა უკვე დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. ისინი პატიმრობაში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG