ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

მეორე ტურში საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს ირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. ცნობილია, რომ მერების ასარჩევად 50-ი პროცენტით განისაზღვრება საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატებისთვის ბარიერი 40 პროცენტს შეადგენს. ამ ფაქტის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში ერთმანეთს დიდწილად "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წევრები დაუპირისპირდებიან.

მეორე ტურში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც კონკურენტ კანდიდატზე მეტ ხმას მიიღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG