სამხრეთ კორეა და იაპონია იუწყებიან, რომ ჩრდილოეთ კორეამ თავისი აღმოსავლეთი სანაპიროდან ზღვის მიმართულებით ორი მოკლე რადიუსის ჭურვი - სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტა - გაუშვა. ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ამ წლის განმავლობაში მე-12 ასეთი გაშვებაა.
რაკეტების გაშვება იმ დროს ხდება, როდესაც ჩრდილოეთ კორეა ამის მიერ შეერთებული შტატებისთვის წლის ბოლოს დათქმული საბოლოო ვადის გასვლამდე წნეხს აძლიერებს. ჩრდილოეთ კორეას სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაყინული ბირთვული მოლაპარაკებების მიმართ მიდგომა შეცვალოს.
სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების ცნობით, სამხრეთ ფხენიანის პროვინციიდან გაშვებულმა ჭურვებმა 370 კილომეტრი იფრინა და დაახლოებით 90 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია.
იაპონიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჭურვები, სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტები იყო და იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიღმა ჩამოვარდა, რომელიც მისი სანაპიროდან 370 კილომეტრზე ვრცელდება.
Facebook Forum