ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ამერიკისგან "ყველაფრის" გაკეთებას ითხოვს, არაფრის სანაცვლოდ


ფხენიანი ვაშინგტონისგან მოითხოვს "ყველაფრის გაკეთებას", სანამ თვითონ რაიმე დათმობაზე წავა. ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა სამხრეთ კორეაში, ჰარი ჰარისმა განაცხადა. ჰარისის კომენტარი, რომელიც მან სამხრეთ კორეულ გაზეთს მისცა, პირველია ამერიკის მხრიდან მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ მოლაპარაკებაზე უარი თქვა.

მოლაპარაკება ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის უკვე სამუშაო ეტაპზე იყო, თუმცა წინა კვირას ჩრდილოეთ კორეამ ამერიკა მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა და უარი თქვა პროცესის გაგრძელებაზე. თავიდან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობდა, რომ მოლაპარაკებები "კარგად" მიდიოდა.

ჩრდილოეთ კორეა ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ იმუქრება, რომ განაახლებს შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გამოცდას, თუ ამერიკა ფხენიანისთვის უფრო მისაღებ მიდგომას არ აირჩევს. მიდგომის შესაცვლელად ჩრდილოეთ კორეამ შეერთებულ შტატებს დრო წლის ბოლომდე მისცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG