ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებებზე საუბრობს და რაკეტების გამოცდას განაგრძობს


ფხენიანმა ბირთვული რაკეტა კიდევ ერთხელ გამოსცადა. ეს უკვე მეათე შემთხვევაა მაისის შემდეგ. მანამდე ჩრდილოეთ კორეა წელიწადნახევრის განმავლობაში მსგავსი ქმედებისგან თავს იკავებდა.

ორი მოკლე რადიუსიანი რაკეტის გაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე ფხენიანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგის განახლების მზაობაზე საუბრობდა.

ორშაბათს დღის ბოლოს, ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი რანგის დიპლომატმა განაცხადა, რომ ფხენიანს სექტემბრის ბოლოს ამერიკულ მხარესთან "პირისპირ დასხდომის" სურვილი აქვს. ჯერჯერობით უცნობია, რაკეტების გაშვება როგორ იმოქმედებს მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე. წინა მსგავს შემთხვევებში, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ "მას არ აქვს პრობლემა" ამგვარი, მოკლე რადიუსის მქონე რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG