"ნებისმიერმა ნაბიჯმა შეერთებული შტატების მხრიდან იმისათვის, რომ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე საშუალო რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემა განთავსდეს, შესაძლოა "ახალი ცივი ომი" და რეგიონში "იარაღის ჟღარუნი" გამოიწვიოს - აცხადებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია.
ამერიკის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა ამ თვეში განაცხადა, რომ ის ემხრობოდა სახმელეთო ბაზირების რაკეტების განთავსებას აზიაში. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამერიკამ რუსეთთან არსებული ბირთვული შეთანხმება დატოვა.
"ამერიკამ მიუთითა, რომ ის ახალ განიხილავს გეგმას რეგიონში სახმელეთო ბაზირების საშუალო რადიუსის მქონე რაკეტების განთავსების შესახებ, სამხრეთ კორეა კი იყო გამოყოფილად ნახსენები, როგორც შესაძლო ადგილი", - ვკითუხლობთ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული განცხადებით. ესაა რეგიონში არსებული დაძაბულობის გამწვავების დაუდევარი აქტი"
თუმცა ამერიკის ხელსუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ამგვარი სარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ შესაძლოა მხოლოდ წლების შემდეგ იყოს მიღებული.
Facebook Forum