ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა და იაპონია სავაჭრო ომის პირობებში არიან


სამხრეთ კორეა შეერთებულ შტატებს, იაპონიასთან მზარდი სავაჭრო და დიპლომატიური დავის გადაწყვეტაში შუამავლის როლის აღებას სთხოვს.

გასულ კვირაში, იაპონიამ სამხრეთ კორეელი მწარმოებლებისთვის, სამი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მასალის მიწოდება შეზღუდა. ამ მწარმოებლებს შორისაა “სამსუნგ ელექტრონიქსი“ და „ეს კეი ჰინიქსი“, რომელიც თავისი ნაწარმით ისეთ კომპანიებს ამარაგებს, როგორიცაა „ეფლი“ და „ჰუავეი“. ახლანდელი დავა იმ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დავის გაგრძელებაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიის კოლონიური ძალების მიერ კორეის ნახევარკუნძულის ოკუპაციის პირობებში, იაპონური ფირმებისთვის სამხრეთ კორეელების იძულებით შრომას ეხება.

სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის უფროსის მოადგილემ, კიმ ჰიან-ჩონგმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონში ჩამოვიდა, რათა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან, სავაჭრო დაპირისპირების საკითხი განიხილოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG