შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, იაპონელ ბიზნეს ლიდერებს მისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ტონით მოუწოდა, რომ ამერიკაში მეტი აწარმოონ. მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ათწლეულების განმავლობაში, შეერთებულ შტატებთან ვაჭრობაში „იაპონია იგებდა.“
18 იაპონური და 9 ამერიკული წამყვანი კომპანიის ლიდერთან საუზმისას პრეზიდენტმა თქვა: „ახლა, იაპონიასთან ჩვენი ვაჭრობა არც სამართლიანია და არც ღია, მაგრამ ვიცი, რომ ეს შეიცვლება.“
ტრამპმა თქვა: „ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის“ გარეშე „უფრო მეტი ვაჭრობა გვექნება, ვიდრე ვინმე ოდესმე იფიქრებდა.“
პრეზიდენტმა იაპონურ საავტომობილო კომპანიებს მოუწოდა, საზღვარგარეთ უფრო მეტი ავტომობილი აწარმოონ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა იაპონიის ბაზარზე მეტი ამერიკული ავტომობილი დაუშვან. იაპონიაში წლიურად მხოლოდ 20 ათასი ამერიკული ავტომობილი იყიდება.
Facebook Forum