ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა ამერიკას გადამწყვეტი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს


სამხრეთ კორეის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს და ჩრდილოეთ კორეას გადამწყვეტი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. მუნ ჯე-ინის თქმით, ეს აუცილებელია, რათა მათ ერთობლივი მთავარი მიზნის, ბირთვული განიარაღების პროცესის დასრულებას მიაღწიონ.

დღეს, სეულში მინისტრთა კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა მუნმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის დარწმუნება იმაში, რომ შეწყვიტოს ბირთვულ იარაღზე მუშაობა, მხოლოდ ვაშინგტონს შეუძლია. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი თვლის, რომ ამ პრობლემის "ფუნდამენტურად გადაწყვეტა მხოლოდ [ვაშინგტონს და ფხენიანს შორის] მოლაპარაკებით არის შესაძლებელი".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG