ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ხელისუფლების ცნობით, მათი ლიდერები მომავალ თვეში ფხენიანში შეხვდებიან ერთმანეთს.
განცხადება ამის შესახებ მას შემდეგ გაკეთდა, რაც ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სოფელში მაღალი რანგის ორმხრივი მოლაპარაკება დასრულდა. თუმცა ოფიციალურ განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი კონკრეტული თარიღის შესახებ.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის ისტორიული შეხვედრა აპრილში, სწორედ სასაზღვრო სოფელ პანმუნჯომში გაიმართა. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს მაისში შეხვდნენ. სექტემბერში დაგეგმილი შეხვედრა კი იმით იქნება გამორჩეული, რომ მუნი სამხრეთ კორეის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ფხენიანს ეწვევა.
Facebook Forum