ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა: პირველი ნაბიჯი ბირთვული განიარაღებისკენ


ჩრდილოეთ კორეაში მთავარი ბირთვული ნაგებობების დაშლა დაიწყო. სპეციალისტების დასკვნა სატელიტით გადაღებულ ფოტოებს ეფუძნება.

ფოტოებზე ასახულია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე განთავსებული სამხედრო ბაზა, სადაც სარაკეტო გამშვები პუნქტი მდებარეობს და ასევე ბალისტიკური და კოსმოსური რაკეტების საწვავის წარმოება მიმდინარეობს.

დამკვირვებელთა ჯგუფის ანალიტიკოსის, ჯოზეფ ბერმუდესის თქმით, ეს არის “მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იმ დაპირების შესრულების მიმართულებით”, რომელიც სინგაპურის სამიტზე ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ უნის მხრიდან გაჟღერდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG