ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორეელი ლიდერები ფხენიანის სამიტისთვის ემზადებიან


სამხრეთ კორეა მომავალ კვირას ჩრდილეთ კორეაში სპეციალურ წარმოამდგენელს გააგზავნის. ამ წარმომადგენლის მისია ორი ქვეყნის ლიდერს შორის მესამე სამიტის შეხვედრის დეტალების შეთანხმება იქნება.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა პარასკევს განაცხადა, რომ სპეციალური წარმომადგენელი, რომლის ვინაობაც ჯერ კიდევ უცნობია, ფხენიანში ოთხშაბათს გაემგზავრება.

"ის განიხილავს ბევრ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ჩრდილოეთ-სამხრეთის სამიტის კონკრეტულ თარიღს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების საკითხებს, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლება და მშვიდობის დამყარება", - აცხადებს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სპიკერი.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის პირველი, ისტორიული შეხვედრა სასაზღვრო სოფელ პანჯიმუნში აპრილში გაიმართა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მაშინ პირობა დადო, რომ მოგვიანებით, იმავე წელს, ჩრდილოეთ კორეას ესტუმრებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG