სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულია ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც გასულ თვეში ჩრდილოეთმა დააპატიმრა. ფხენიანმა სეულს ორშაბათს აცნობა, რომ 34 წლის მამაკაცი 22 ივლისს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
სამხრეთ კორეელი მოქალაქის გათავისუფლება სეულში ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გადადგმულ კეთილგანწყობილ ნაბიჯად იქნა აღქმული. ფხენიანის მიერ დაკავებულთა შორის ჯერ კიდევ რჩება 6 სამხრეთ კორეის მოქალაქე, მათ შორის 3 - ქრისტიანი მისიონერია.
Facebook Forum