ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო ჩრ. კორეის პირველ დიპლომატთან საუბრით კმაყოფილია


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სინგაპურში გამართული მორიგი რეგიონული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ფხენიანი ადასტურებს ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებისთვის მზაობას.

პომპეო და ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი სინგაპურში იმყოფებოდნენ. დაახლოებით ორი თვის წინ სწორედ სინგაპურში შეხვდნენ ერთმანეთს ორი ქვეყნის ლიდერები.

პომპეო და ჩრდილო კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი მხოლოდ ცოტა ხნით შეხვდნენ ერთმანეთს რეგიონული ფორუმის ფარგლებში. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანმა ქვეყანა დატოვა, ჩრდილო კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა შეშფოთებულია ამერიკის მიერ სანქციების შენარჩუნების განზრახვით.

მინისტრის ამ განცხადების შესახებ პომპეომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი ტონი ნამდვილად განსხვავდება შარშანდელი დამოკიდებულებისგან. მისი თქმით, მთავარი ისაა, რომ მინისტრმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ფხენიანი ერთგული რჩება ბირთვულ იარაღზე უარის თქმის პირობისადმი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG