ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი ბირთვული მოლაპარაკებების ჩაშლაში ბრალს ვაშინგტონს დებს


ჩრდილოეთ კორეა, ბირთვული მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანისთვის, შეერთებულ შტატებს დებს ბრალს. ფხენიანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები არ გაგრძელდება, თუ ვაშინგტონი განიარაღების მოთხოვნას არ შეცვლის.

თებერვალში, პრეზიდენტ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის სამიტი ვიეტნამში წარუმატებლად დასრულდა. ჩრდილოეთ კორეას სურს შეერთებულმა შტატებმა სანქციები გააუქმოს, მაშინ როცა ვაშინგტონი სანქიების მოხსნის სანაცვლოდ ფხენიანისგან სრულ ბირთვულ განიარაღებას ითხოვს.

ფხენიანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „მოლაპარაკებები განზრახ შეწყვიტა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის განიარაღების ცალმხრივი მოთხოვნით“.

ამერიკის მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ჩიხში შესვლა ფხენიანის მხრიდან მხოლოდ ნაწილობრივი განიარაღების სანაცვლოდ, სანქციების გაუქმების მოთხოვნამ გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა, ჩრდილოეთ კორეის დიალოგი სამხრეთ კორეასთან შენელდა. სეული ჩრდილოეთ მეზობელთან ურთიერთობების დათბობას ცდილობს.

ფხენიანმა განცხადება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან შესახვედრად გამგზავრებამდე, რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG