ნასამ „სპეის ექსის“ რაკეტით ოთხი ასტრონავტი წარმატებით გაუშვა კოსმოსში. რაკეტა ფლორიდაში მდებარე ასაფრენი კომპლექსი 39A-დან გაუშვეს.
კოსმოსურ ხომალდ „დრაკონის“ ბორტზე მყოფი ოთხი ასტრონავტი - მეთაური მაიკ ჰოპკინსი, პილოტი ვიქტორ გლოვერი და მისიის სპეციალისტები შენონ უოლკერი და სოიჩი ნოგუჩი - საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდს შეუერთდებიან. მათ, დაახლოებით, 200 კილოგრამი მარაგი მიაქვთ, რაშიც ექსპერიმენტების ჩასატარებელი სამეცნიერო აღჭურვილობაც შედის.
ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდზე 6 თვე დარჩებიან.
Facebook Forum