ნასა აცხადებს, რომ მთვარის მზით განათებულ ზედაპირზე წყალი პირველად აღმოაჩინა. აღმოჩენაში სიახლე ისაა, რომ წყალი არა მხოლოდ მთვარის, ე.წ. ბნელ მხარესაა, არამედ მზიან მხარესაც.
ნასამ წყალს კლავიუსის კრატერში მიაგნო, რომელიც მთვარეზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ღრმა კრატერია.
მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენელი წყლის რაოდენობა მცირეა, სიახლე მეცნიერებს კითხვებს უჩენს იმის თაობაზე, თუ როგორ იყო შესაძლებელი წყლის წარმოქმნა მთვარის უჰაერო ზედაპირზე. ამ საკითხის გამოსაკვლევად ნასა მთვარეზე მისიის გაგზავნას 2024 წელს გეგმავს.
ნასას მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებულ მისიებსა და კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მთვარეზე შესაძლოა წყალი არსებობდეს. თუმცა, ამ დრომდე დანამდვილებით არ ვიცით ეს წყალია თუ მისი ქიმიური ნათესავი ჰიდროქსილი.
Facebook Forum