ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნასა "ჰაბლის ტელესკოპის" ორბიტაზე გაშვების 30 წლისთავს აღნიშავს


ორბიტაზე პირველი ოპტიკური - ჰაბლის ტელესკოპის გაშვებიდან 30 წელი გავიდა. კოსმოსურ ხომალდ "დისქავერიდან" ჰაბლის ტელესკოპი ორბიტაზე 1990 წლის 24 აპრილს გაუშვეს. სახელი კი მას ამერიკელი ასტრონავტის ედვინ ჰაბლის პატივსაცემად დაერქვა.

ნასა-ს ასტრონავტებს დედამიწის ატმოსფეროსა და ადამიანების მიერ წარმოქმნილი სინათლის კვლევა და მასზე დაკვირვება სურდათ. თუმცა პირველი აღტაცება ჰაბლის თაობაზე იმედგაცრუებით დასრულდა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ტელესკოპის პირველადი სარკე არასწორად იყო წარმოებული და ტელესკოპის ოპტიკას მნიშვნელოვნად აუარესებდა. ტელესკოპი მას შემდეგ მეცნიერებმა სულ 5-ჯერ შეაკეთეს, 1993 წლიდან 2009 წლის ჩათვლით. მისი თანდათანობით გაუმჯობესების შედეგად შეკეთების ყველა ხარჯი მალევე გადაიფარა, რადგან ჰაბლის ტელესკოპით 1.4 მილიონი დაკვირვება და მნიშვნელოვანი აღმოჩენების გაკეთება გახდა შესაძლებელი.

ამ აღმოჩენებს შორის იყო ჰაბლის ტელესკოპით დამტკიცებული სუპერ-მასიური შავი ხვრელების არსებობა გალაქტიკების უმეტესობის ცენტრში. მისივე დახმარებით დაზუსტდა ისიც, რომ სამყაროს ასაკი დაახლოებით 13.8 მილიარდი წელია.

ჰაბლის მემკვიდრის - ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება თავდაპირველად 2018 წელს იგეგმებოდა, თუმცა რამდენჯერმე გადადების შემდეგ ახლა მისი გაშვების თარიღი 2021 წლამდეა გადაწეული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG