ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

27 მაისს, "სპეის ექს" რაკეტით პირველი პილოტირებული ფრენა შედგება


პარასკევს “ნასა”-მ გამოაცხადა, რომ რაკეტა “სპეის ექს”, 27 მაისს ორ ამერიკელ ასტრონავტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიიყვანს. ეს, თითქმის მთელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი ამერიკული პილოტირებული კოსმოსური ფრენა იქნება.

“ნასა”-ს ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: “ 27 მაისს, “ნასა”ამერიკელ ასტრონავტებს, ამერიკული რაკეტებით, ამერიკული მიწიდან კოსმოსში კიდევ ერთხელ გაგზავნის.”

ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, “სპეის ექს ფალკონ 9” რაკეტით გაგზავნიან.

ასტრონავტები, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი, “სპეის ექს დრაკონის კაფსულა” კოსმოსური ხომალდით გაემგზავრებიან. გაშვება ფლორიდის შტატის, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 16:32 (გრინვიჩის დროით 20:32) -ზე მოხდება.

2011 წლის ივლისიდან, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი ასტრონავტების გასაგზავნად, შეერთებული შტატები რუსულ “სოიუზ” რაკეტებს ეყრდნობოდა.

XS
SM
MD
LG