"საფრთხის შემცველი არაა" - ასე იწყება ნასას მიერ გავრცელებული განცხადება. ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის სააგენტომ მედიას და საზოგადოებას აუწყა, რომ დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება. ასტეროიდი OR2 პუერტო-რიკოში დააფიქსირეს და მისი ფორმა პიბადეს წააგავს.
როგორც ცნობილია, ასეტეროიდი ყველაზე ახლოს ჩვენს პლანეტასთან 29 აპრილს დაფიქსირდება, შემდეგ კი სპეციალისტების პროგნოზით, ის დედამიწასთან 2079 წელს გამოჩნდება და მანძილი ჩვენს პალანეტასა და ასტეროიდს შორის გაცილებით მცირე იქნება.
პირველად ეს ატეროიდი დედამიწასთან სპეციალისტებმა 1998 წელს დააფიქსირეს და მას მედიასაშუალებები, როგორც "საშიშ ციურ" სხეულს, ისე მოიხსენიებენ.
"ალბათ გაიგეთ, რომ დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ის ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. შეგვიძლია მასზე დაკვირვება და ბევრი რამის სწავლა "- წერია განცხადებაში, რომელსაც ნასა აქვეყნებს.
ნასა დღეს განცხადებას ვაშინგტონის დროით დღის 3 საათზე, თბილისის დროით კი ღამის 11 საათზე გააკეთებს. პირდაპირი ეთერის თვალის დევნება ნასას სოციალურ გვერდებზე იქნება შესაძლებელი.
Facebook Forum