ბრიტანეთი ევროპაში პირველი სახელმწიფოა, სადაც ევროპაში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს. ხუთშაბათს ქალაქ ოქსფორდში უნივერსიტეტის გუნდის წევრებმა, რომელმაც შესაძლო, საცდელი ვაქცინა 3 თვეზე ნაკლებ დროში შეიმუშავა, ინექცია 2 მოხალისეს გაუკეთეს. ვაქცინის ეფექტურობის დასადგენ ამგვარ გამოცდაში ასობით სხვა მოხალისეც მიიღებს მონაწილეობას. იმავე რაოდენობის მოხალისეებს გაუკეთებენ მენინგიტის ვაქცინასაც იმისთვის, რომ შედეგების შედარება შეჩლონ. მოხალისეებს არ ეცოდინებათ, ვინ რომელი ვაქცინა მიიღო.
ამ კანდიდატი ვაქცინის გამოცდის დაწყება ადამიანებს ახალ იმედს უჩენს. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რემდესივირი, კალიფორნიელი მეცნიერების მიერ შექმნილი მედიკამენტი შემთხვევითი შერჩევის ჯგუფში ეფექტური არ აღმოჩნდა და გაირკვა, რომ კოვიდ-19-ის მქონე პაციენტთა სისხლში ვირუსი არ შეამცირა.
პირველი ვაქცინა ამერიკაში მარტში, სიეტლში შექმნეს. კანადა, რუსეთი და სხვა ქვეყნები ასევე მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. თუმცა მაშინაც კი თუკი რომელიმე მათგანი წარმატებული აღმოჩნდება, სტანდარტების შესაბამისი ვაქცინის შექმნის შემდეგ, მის ოფიციალურ დადასტურებას, წარმოებასა და დისტრიბუციას შესაძლოა ძალიან დიდი დრო დასჭირდეს.
Facebook Forum