ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სპეის-იქსის" ფრენით კოსმოსში გამგზავრების ახალი ერა იწყება


ასტრონავტები დაგ ჰარლი და რობერტ ბენკენი
ასტრონავტები დაგ ჰარლი და რობერტ ბენკენი

ოთხშაბათს ნასას ასტრონავტები ფლორიდაში მდებარე კენედის ცენტრიდან ორბიტაზე უნდა გაემგზავრონ. ისინი დაახლოებით ათი წლის განმავლობაში პირველი ასტრონავტები იქნებიან, რომლებიც ამ ამერიკული ხომალდის ბორტზე აღმოჩნდებიან. ეს პირველი ასეთი ფრენაა კერძო კომპანიისთვის.

დაგეგმილია, რომ ხომალდის გაშვებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრებიან. უამინდობის შემთხვევაში, ღონისძიება შაბათისთვის გადაიდება.

"სპეის-იქსის" რაკეტაზე კაფსულა "დრაკონი" იქნება, რომლითაც ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უნდა გაემგზავრონ.

ასტრონავტები მისიისთვის ემზადებიან
ასტრონავტები მისიისთვის ემზადებიან

ყველა იმ საუკეთესო ინსტრუმენტისა თუ მოწყობილობის გამოყენებითაც კი, რაც მათ აქვთ, ჩიკაგოში, მიჩიგანის ტბის მახლობლად მდებარე ადლერის პლანეტარიუმის ასტრონომიის დირექტორი გეზა გიუკი ამბობს, რომ დედამიწიდან კოსმისის "დანახვისა და გაგების" შესაძლებლობები შეზღუდულია. თუნდაც იმ ურბანული განათების გამო, რომელიც მათ ხელს უშლის. ამიტომ მათი ინფორმაციის დიდი ნაწილი სწორედ აღჭურვილობასა და ექსპერიმენტებს ეფუძნება. ამგვარად ისინი მეტს იგებენ, როგორც კოსმოსზე, ისე დედამიწაზე, რომელსაც ზემოდან აკვირდებიან.

როდესაც კოსმოსური ხომალდი ატლანტისი 2011 წლის ივლისში დედამიწაზე დაეშვა, ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ამერიკას ახალი მისიის მოსამზადებლად 8 წელზე მეტი დასჭირდებოდა. თუმცა ახლა, როცა ასტრონავტები ბენკენი და ჰარლი სტარტს აიღებენ, ორბიტას მიაღწევენ და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში აღმოჩნდებიან, ეს ისტორიული, გარდამტეხი მოვლენა იქნება ამერიკის კოსმოსურ პროგრამაშიც, რომელიც ამჟამად ნასას მიერ მხოლოდ ნაწილობრივაა დაფინანსებული. "ნასა არ ყიდულობს, ფლობს ან მართავს მას, ჩვენ მომხმარებლები, სერვისის შემსყიდველები ვიქნებით", - ამბობს ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაციის კომერციული პროგრამის წარმომადგენელი.

"ფალკონ 9" რაკეტა და "დრაკონის" კოსმოსური ხომალდი და მაღი აღჭურვილობა "სპეის-იქსს" ეკუთვნის, რამდენიმე კერძო კომპანიიდან პირველს, რომელიც თანამედროვე კოსმოსურ რბოლაშია ჩართული და კომერციულ მგზავრებს დედამიწის ორბიტაზე რეგულარულად აძლევს გამგზავრების საშუალებას. ამ დრომდე კომპანიამ სულ 22 მისია განახორციელა, მათგან 21 ადამიანების გარეშე, სატესტო იყო ან კოსმოსური სადგურისთვის მარაგების შევსებას ისახავდა მიზნად. "სპეის-იქს დემო-2" პირველი ხომალდი იქნება, რომელიც ადამიანებს გადაიყვანს, თანაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში და ქვეყნიდან, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია.

მისიის მონაწილე - ასტრონავტი დაგლას ჰარლი
მისიის მონაწილე - ასტრონავტი დაგლას ჰარლი
მისიის მონაწილე - ასტრონავტი რობერტ ბენკენი
მისიის მონაწილე - ასტრონავტი რობერტ ბენკენი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG