ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიმ ჩენ უნმა პუტინს მეხუთე ვადით არჩევა მიულოცა


ფოტო არქივიდან - კიმ ჩენ უნისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ვლადივოსტოკში, რუსეთი. 25 აპრილი, 2019 წ.
ფოტო არქივიდან - კიმ ჩენ უნისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ვლადივოსტოკში, რუსეთი. 25 აპრილი, 2019 წ.

18 მარტს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პოსტზე ხელახალი არჩევა მიულოცა. უნმა აღნიშნა, რომ ფხენიანი გააგრძელებს მოსკოვთან ერთად, ორმხრივ ურთიერთობათა შემდგომ განვითარებაზე მუშაობას.

”მე მტკიცედ ჩაგჭიდებთ ხელს, რათა დროის მოთხოვნათა შესაბამისად, ერთად უზრუნველვყოთ ახალი გარდატეხის მომენტი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მეგობრობაში, რომელსაც ხანგრძლივი ისტორიული ფესვები და ტრადიციები გააჩნია, რომ ერთად დავწინაურდეთ ძლიერი ერის მშენებლობის საქმეში", - ნათქვამია მისალოც გზავნილში, რომელიც პუტინმა უნისგან მიიღო.

პუტინმა ერთი დღით ადრე რუსეთის მკვეთრად არადემოკრატიული არჩევნები მოიგო. მან პოსტსაბჭოთა რუსეთის ისტორიაში, საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება ყველაზე დიდი განსხვავებით მოიპოვა, რამაც მისი თქმით, აჩვენა, რომ მოსკოვი მართალი იყო, როცა დაუპირისპირდა დასავლეთს და გააგზავნა თავისი ჯარები უკრაინაში.

დასავლეთის წამყვან ქვეყნებს რუსეთის ლიდერისთვის მისალოცი არ გაუგზავნიათ. მას ხელახლა არჩევა 18 მარტს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმაც მიულოცა. ორივემ, როგორც ფხენიანმა, ისე პეკინმა, რუსეთთან კავშირები 2022 წელს, უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, კიდევ უფრო გააძლიერეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG