ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

22 რუსული დრონიდან უკრაინამ 17 ჩამოაგდო


რუსეთი უკრაინაზე იერიშების მიტანას აგრძელებს. რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებით მთელი დღის განმავლობაში მიჰქონდა იერიშები უკრაინის ცხრა რეგიონზე.

ოფიციალური კიევის ცნობით, იერიშების დროს გამოყენებული იყო 22 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 17 უკრაინის საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გაანადგურეს.

დრონებით იერიშის შედეგად, ქალაქ კრივი რიჰში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურების დროული მუშაობის შედეგაც ხანძრის ჩაქრობა მალე მოხდა, დროულად მოხდა დრონის გაუნებელყოფაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და დაღუპულა.

რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა კიროვოგრადის ცენტრალურ რეგიონზეც, უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით დაზიანდა რამდენიმე კერძო სამრეწველო ობიექტი და საცხოვრებელი შენობა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიშებიც განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სამიზნე ხარკივის რეგიონი იყო, სადაც დაშავდა ერთი ადამიანი და დაზიანდა სახანძრო სამსახურის შენობა.

XS
SM
MD
LG