ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთთან ომში 64 ქართველი მებრძოლი დაიღუპა


"ქართული ლეგიონის" მებრძოლები ნოდარ ნასიროვი და გიორგი გორიაშვილი უკრაინაში 9 მარტს დაიღუპნენ
"ქართული ლეგიონის" მებრძოლები ნოდარ ნასიროვი და გიორგი გორიაშვილი უკრაინაში 9 მარტს დაიღუპნენ

17 მარტს, სამშობლოში უკრაინის ომში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ჩამოასვენებენ. ლამისყანელი გიორგი გოგიაშვილი პროფესიონალი სამხედრო იყო. სანამ უკრაინაში „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდებოდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციის ძალებში მსახურობდა. იყო უფროსი სერჟანტი, საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორი.

„გიორგი გამოცდილი ინსტრუქტორი და სამხედრო იყო, რომელმაც დიდი დახმარება აღმოუჩინა უკრაინის არმიას ომის პირველი თვეებიდან. ნოდარს აქ ჩამოსვლამდე სამხედრო გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ ძალიან მალე აითვისა ყველაფერი
მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონი"

39 წლის გოგიაშვილი, 9 მარტს, სამხრეთის ფრონტზე, ზაპოროჟიის მიმართულებაზე, თანამებრძოლ ნოდარ ნასიროვთან ერთად, უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა.

გიორგის და ნოდარს ფრონტის წინა ხაზზე დრონების ჩამხშობი მოწყობილობა გადაჰქონდათ, ავტომობილი, რომლითაც მოძრაობდნენ, აფეთქებულ ქვეით საბრძოლო მანქანას შეეჯახა და ორივე ქართველი ადგილზე დაიღუპა.

„გიორგი გამოცდილი ინსტრუქტორი და სამხედრო იყო, რომელმაც დიდი დახმარება აღმოუჩინა უკრაინის არმიას ომის პირველი თვეებიდან. ნოდარს აქ ჩამოსვლამდე სამხედრო გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ ძალიან მალე აითვისა ყველაფერი და პროფესიონალ სამხედროდ ჩამოყალიბდა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ბიჭები უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ, მათ ფრონტის წინა ხაზზე საბრძოლო მასალა წარმატებით მიიტანეს და უკან დაბრუნების დროს დაიღუპნენ“ - განაცხადა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა.

27 წლის თბილისელი იეზიდი ნოდარ ნასიროვი, უკრაინაში ომის პერიოდში, ადგილობრივ გოგონაზე ვალენტინაზე დაქორწინდა და ქალიშვილიც უკრაინაში შეეძინა.

მიუხედავად იმისა, რომ მამა და ძმა თბილისში ცხოვრობენ, ოჯახის გადაწყვეტილებით, ნოდარი, მეუღლის სოფელში, კიევის ოლქში მდებარე კრუშინკას სასაფლაოზე დაკრძალეს. გიორგი გოგიაშვილს სამშოლოში 17 მარტს ჩამოასვენებენ და 21 მარტს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში დაკრძალავენ.

უკრაინის ომში დაღუპული ქართველები 2014-2024
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:28 0:00

9 მარტის დანაკარგის შემდეგ, უკრაინაში დაღუპულ ქართველთა რიცხვმა უკვე 64-ს მიაღწია. რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022), უკრაინაში - 12 ქართველი მეომარი დაიღუპა. 2022 წლის მარტიდან 2024 წლის 16 მარტის ჩათვლით კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს 64 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, უკრაინამ და რუსეთმა 16 მარტს ცხედრებიც გაცვალეს. უკრაინას - 100 სამხედროს, რუსეთს კი 69 ოკუპანტის ცხედარი გადაეცა. არის თუ არა მათ შორის, უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრები, რომელთა გამოსვენებაც ფრონტის ხაზიდან ვერ მოხერხდა, ჯერ უცნობია.

"ქართული ლეგიონის" მებრძოლის ნოდარ ნასიროვის დაკრძალვა უკრაინაში, კიევის ოლქის სოფელ კრუშინკაში
"ქართული ლეგიონის" მებრძოლის ნოდარ ნასიროვის დაკრძალვა უკრაინაში, კიევის ოლქის სოფელ კრუშინკაში

XS
SM
MD
LG