დიდი ხნის განმავლობაში პარიზი, ლონდონი და ბერლინი მუსლიმი მოსახლეობის მოზღვავებას განიცდიდა. ახლა მოსკოვის დროა. ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რუსეთი რუსეთის დედაქალაქი თავის დემოგრაფიულ და რელიგიურ გამოწვევებს როგორ ეგუება.
მოსკოვში ამჟამად ორი მილიონი მუსლიმი ცხოვრობს - ეს ევროპის სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
როდესაც მორწმუნეები სამშაბათს იდ-ალ-ადჰას დღესასწაულისთვის შეიკრიბნენ, ათი ათასობით მამაკაცმა სალოცავად ხალიჩები პირდაპირ მოსკოვის ქუჩებში გაშალა. გასულ წელს ისინი ასე ქუჩაში თოვლის და წვიმიანი ამინდის პირობებშიც ლოცულობდნენ.
ახლა მოსკოვის უძველეს მეჩეთს აფართოებენ და მასზე ახალი მინარეთი დაამონტაჟეს.
თუმცა ეს მოსკოვში არსებული 4 მეჩეთიდან მხოლოდ ერთია.
აბდულ ბარი სულთანოვი რუსი მუსლიმია, ისტორიულად მუსლიმური რეგიონიდან- თათარსტანიდან.
აბდულ ბარი სულთანოვი: მოსკოვის ყველა უბანში მეჩეთი და მადრასა ან რელიგიური სკოლა უნდა გაიხსნას.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 200 ახალ ტაძარს აშენებს მოსკოვის შემოგარენში. თუმცა როგორც ჩანს, ქალაქში ახალი მეჩეთის აშენების ნებართვას არასდროს გასცემენ.
რუსეთის მუსლიმთა აქტივისტი გეიდარ ჯემალი აცხადებს, რომ კრემლი რუსეთის დედაქალაქში მეჩეთების მშენებლობას მიზანმიმართულად ბლოკავს.
გეიდარ ჯემალი: პოლიტიკა ახშობს, პირდაპირ ახშობს ამ იდეას. და ისინი ვერ ხვდებიან რომ ეს მათ კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის მომავალში. ამიტომ უმჯობესია, რომ ჩვენი ინტერესები ახლა გაითვალისწინონ.
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი პირობას დებს, რომ მოსკოვში არანაირი ახალი მეჩეთის მშენებლობა არ დაიწყება. ის ამბობს, რომ მუსლიმები მოსკოვის ქუჩებში დღესასწაულებზე ლოცულობენ და მათ უმრავლესობა ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლებია. ისინი ქალაქს სტუმრობენ, და რუსეთის დედაქალაქში დროებით, სამუშაოდ არიან ჩასულები, ბოლოს კი ისევ საკუთარ სამშობლოს დაუბრუნდებიან.
რადიო „ეხო-მოსკვისთან“ საუბრის დროს ცოტა ხნის წინ მან განაცხადა: „მათ შორის მოსკოველების მხოლოდ 10%-ია და მეჩეთის მშენებლობა მათთვის, ვინც ამას მოინდომებს ნამეტანია“.
მერის არჩევნები სობიანინმა, რომელიც კრემლის კადრია - გასულ თვეს მოიგო. როგორც ჩანს, მან იცის როგორია ამ საკითხის გარშემო ამომრჩეველთა დამოკიდებულება. კვირას, სლავური წარმოშობის მშრომელებმა მოსკოვის ცენტრში ცენტრალური აზიის ქვეყნების და კავკასიელების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი სკანდირებდნენ: „გაუმარჯოს რუსეთს“.
ეს უკმაყოფილება გასულ კვირას მომხდარმა ფაქტმა გამოიწვია, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით აზერბაიჯანელმა ემიგრანტმა სლავური წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ემიგრანტთა საწინააღმდეგო ბუნტი თანამედროვეობის პრობლემაა. პოლიციამ 2000 ემიგრანტი მუშა დააპატიმრა. პოლიტიკოსები მოწოდებებით გამოდიან, რომ უცხოელ ემიგრანტებს სახლები არ მიყიდონ.
მათ ასევე სურთ, რომ სამხრეთ აზიის მუსლიმი ქვეყნებისთვის სავიზო შეზღუდვები დაწესდეს. საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც სულ რაღაც ოცი წლის წინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ.
იზოლდა კუკუშკინა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვში უკრაინიდან გადავიდა. სამშაბათს იგი მეჩეთთან მუსლიმი მამაკაცების სადღესასწაულო ლოცვას აკვირდებოდა, რომელიც მართლმადიდებლური ტაძრის სიახლოვეს მიმდინარეობდა, და მოსკოვის მომავალზე ფიქრობდა.
იზოლდა კუკუშკინა: შეშფოთებული ვარ იმით, რომ მოსკოვში მომავალში მუსლიმი დომინანტი გახდება. ქალაქმა თავის სლავური ინდივიდუალურობა უნდა შეინარჩუნოს.
როგორც ჩანს, მოსკოვის მომავლის სახე, ქალაქის ქუჩებში მიმდინარე მუსლიმური ლოცვების და პოგრომის ფონზე იკვეთება.