ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს


აქტივისტებს მასობრივი არეულობის დაგეგმვა ედებათ ბრალად

რუსეთის ფედერალურმა გამომძიებლებმა მოსკოვში რამდენიმე ოპოზიციური აქტივისტის სახლში რეიდი მოაწყვეს.მოსკოვი ამ ადამიანებს ლიტვის სემინარებზე დასწრებაში ადანაშაულებს, რომელზეც პრეზიდენტ პუტინის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იგეგმებოდა.

რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტის პრესცენტრის ვლადიმირ მარკინის განცხადებით, გამომძჲებლებმა ტაისა ალექსანდროვას, ანა კორნილოვას და იური ნაბუტოვკის ბინები გაჩხრიკეს და კომპიუტერული ფაილები და დოკუმენტაცია ამოიღეს.

მარკინის განცხადებით, ზემოხსენებული პირები ლიტვაში რუსეთიდან, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ჩავიდნენ. სამივე მოქალაქეს ამჟამად გამომძიებლები დაკითხავენ.

ეს ფაქტი გამოძიებაში არსებული საქმის ერთერთი დეტალია,რომლის მიხედვითაც , ცნობილ აქტივისტებს მასობრივი არეულობის დაგეგმვა ედებათ ბრალად. საქმეში ასევე ფიგურირებს ქართველი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, რომელიც ჯგუფის დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.

სამივე დაკავებული აქტივისტი ბრალდებას უარყოფს. ამავე საქმეში არიან ეჭვმიტანილი მემარცხენე ფრონტის ლიდერი სერგეი უდალცოვი და მისი ასისტენტი კონსტანტინ ლებედევი. მათ კრემლის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად. თუ სასამართლომ ეს ბრალდება დაამტკიცა, ორივე ოპოზიციონერს 10 წლიანი პატიმრობა მოელის.

XS
SM
MD
LG