რუსეთმა შეაჩერა აზერბაიჯანში სარადარო სისტემის გამოყენება მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. გაბალას რადარის გამოყენებაზე ხელშეკრულებას ვადა 9 დეკემბერს გაუვიდა.
გაბალას რადარი ბოლო რუსული ბაზაა ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში,რომელშიც 1000 რუსი და 500 აზერბაიჯანელი მოსამსახურე
მუშაობს.
გაბალას რადარი 6,000 კილომეტრს ფარავს და დაფარვის ზონაში სამხრეთ აზერბაიჯანი და ახლო აღმოსავლეთი შედის. ორი ქვეყანა რადარის გამოყენების ვადის გაგრძელებაზე 2011 წლის შემდეგ აწარმოებს მოლაპარაკებებს. რუსეთის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ვადის გაგრძელებაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა მომსახურების ტარიფი გაზარდა.