საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა აკადემიის უცხოელი წევრის ელდარ ისმაილოვისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ლადო პაპავას მონოგრაფიის პრეზენტაცია.მონოგრაფიის სახელწოდებაა ”ცენტრალური ევრაზია: ახლებური გეოპოლიტიკური გააზრება”, რომელშიც ცენტრალური ევრაზია განისაზღვრება როგორც ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის, და მათი დამაკავშირებელი რეგიონის - ცენტრალური კავკასიის ერთიანობა.
მე -20 საუკუნის 90-ანი წლების დამდეგს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყველგან, რუსეთის გარდა ტერმინი ” Закавказье ” შეიცვალა უფრო კორექტული ”სამხრეთ კავკასიის” ტერმინით, ამბობს ლადო პაპავა:
” ცენტრალური ევრაზიის მიმართ გაბატონებულია 2 გეოპოლიტიკური სკოლა. ერთი არის რუსული, ცნობილი ევრაზიიზმის თეორია, რომელიც პრაქტიკულად ამართლებს და თეორიულ საფუძველს უქმნის იმას, რატომ უნდა მოხდეს რუსეთის გაფართოება, რატომ უნდა მოხდეს ექსპანსია და ჩართული იქნენ სხვადასხვა ქვეყნები, ანუ რუსეთმა განახორციელოს კონტროლი ამ რეგიონზე. მეორეს მხრივ არებობს ანგლო-ამერიკული სკოლა. საერთო რუსულ სკოლასა და ანგლო-ამერიკულ სკოლას აქვს ერთი : ორივე იმპერიალისტული თეორიაა. მაგრამ ჩვენ შევეცადეთ, ჩემს თანაავტორთან, ელდარ ისმაილოვთან ერთად პრობლემა დაგვენახა, თვითონ ეს რეგიონი რას წარმოადგენს ყოველგვარი იმპერიალისტული ხედვების გარეშე. ანუ, რა ვართ ისტორიულად, რა ვართ დღეს, რა მისწრაფებები გვაქვს..
”ამერიკის ხმა” - სამ ქვეყანაზეა ლაპარაკი?
ლადო პაპავა: - არა, ლაპარაკია საკმაოდ დიდ რეგიონზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ცენტრალური კავკასიის სამ ქვეყანაზე -საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთზე, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. რა ვართ?! აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ რუსეთზე. ჩვენ ცენტრალური ევრაზიიდან გამოყვანილი გვაქვს თვითონ მიდგომა - რუსეთი. ამან დაგვანახა ამ ქვეყნების მისწრაფება, რა არის ეს ქვეყნები. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ ქვეყნებს შორის ინტეგრაციული კავშირები არის ძალიან სუსტი, ხშირ შემთხვევაში არ არის, მაგრამ თუ ავიღებთ ამოსავალს, რომ ამ ქვეყნებს უნდა იყვნენ ძლიერი, დამოუკიდებელი, სრულფასოვნად განვითარებული სახელმწიფოები, მაშინ მათთვის ევრაზიიზმის რუსული კონცეფცია აბსოლუტურად მიუღებელია.
”ამერიკის ხმა” - რამდენი წელია რაც რუსული კონცეფცია არსებობს?
ლადო პაპავა: - რუსული კონცეფცია არსებობს მე-19 საუკუნის დასასრულიდან, არის ძალიან ძლიერი. პრაქტიკულად რუსეთში ევრაზიიზმის პარტიაც არსებობს , ძალიან ცნობილი ევრაზიისტული პარტია. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე რუსი პოლიტიკოსები, პუტინი თუ მედვედევი ოფიციალურად ევრაზიიზმს, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიას, არ აღიარებენ, თუმცა მათი ქმედებები და პრაქტიკულად გატარებული ნაბიჯები სრულად ჯდება ევრაზიიზმის თეორიაში. უფრო მეტიც, წინასაარჩევნო პერიოდში პუტინი გამოვიდა ინიციატივით ევრაზიული კავშირის შექმნასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ყოფილი საბჭოთა კავშირი”.
თურქეთიც და ირანიც სამხრეთ კავკასიაა, ამბობს პროფესორი ელდარ ისმაილოვი:
” კავკასიის ისტორია არ იწყება რუსეთის აქ მოსვლის დროდან. თურქეთი და ირანი ათასი წლით უფრო ადრე იყვნენ კავკასიაში. კავკასიის ხალხები, თურქები და ირანელები ერთად ცხოვრობდნენ, ერთ არეალში იყვნენ. ჩვენი აზრით, როგორც არსებობს რუსული კავკასია, ასევე არის თურქული და ირანული კავკასია. აზერბაიჯანი კავკასიური სახელმწიფოა, 30 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში, ისინიც ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან. თურქეთში 5 მილიონი ლაზი ცხოვრობს, საქართველოში 4 მილიონი ქართველი, იქ 5 მილიონი ლაზი ცხოვრობს, როგორ შეიძლება?! რუსულ კავკასიას რომ შევხედოთ, იქ არ ცხოვრობენ არც აზერბაიჯანელები, არც ქართველები, მარტო ცხოვრობენ სომხები. ამიტომ ჩვენი აზრით აუცილებელია, რომ ცენტრალური კავკასია იყოს თურქული კავკასია, ირანული და რუსული. რას გვაძლევს ეს? არცერთ ამ ქვეყანას, არც თურქეთს, არც ირანს, არც რუსეთს არ შეეძლება კავკასიაში მონოპოლიურად თავისი ინტერესების განხორციელება. სამნი რომ იქნებიან, ჩვენ სამი ქვეყანა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ვიქნებით ნეიტრალური. რუსები მოვიდნენ კავკასიაში ორი საუკუნის წინ, მანამდე ჩვენ ერთად ვცხოვრობდით.. კავკასიის ისტორია მე-18 საუკუნიდან არ იწყება!”.
ახალ მიდგომებზე, ”ძველი” პრობლემების ახლებურად ხედვის შესახებ ექსპერტი კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება :
” აქ არის ახალი მიდგომა, საუბრობენ ბატონი ლადო და ბატონი ელდარი, რომ უნდა დაერქვას ჩვენ ღერძს ცენტრალური კავკაზია. ახალი ტერმინი - კავკაზია. რომელიც აერთიანებს ასევე ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსაც. ვფიქრობ, ეს სასარგებლო ტერმინია, აქ არის ჩადებული იდეა, მოხდეს ეკონომიკური ინტეგრაციის და ალბათ პოლიტიკური ინტეგრაციის განვითარება. სწორედ ამ ღერძის, ჰორიზონტალური ღერძის შესაბამისად, რომელსაც ერთის მხრივ წარმოადგენს სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მეორე მხრივ ცენტრალური აზიის სახელმწიფოები: თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირღიზეთი, უზბეკეთი.. მათი ერთმანეთთან ეკონომიკური კავშირი შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო მთლიანად ამ არეალის განვითარებისთვის. აქ ტერმინმა შეიძლება ითამაშოს პოლიტიკური როლი. მთავარია მომავალზე ზრუნვა, სამომავლოდ ამ რეგიონის ეკონომიური ინტეგრაციის ამ ჭრილში განხილვა”.