ჩვენი მიზანია ქართველ ემიგრანტებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველო ზრუნავს მათზე და მზადაა დაიცვას მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის ”მე დავრუნდები” დამფუძნებლები მამუკა ლიპარტელიანი, მაია კობაიძე და ინა ოსიძე. სამივე ემიგრანტი, რომლებმაც 14, 13 და 6 წელი გაატარეს ემიგრაციაში- საბერძნეთში, თურქეთში და აშშ-ი. პირველი, რის გაკეთებასაც აპირებენ, გიორგობის დღეს 23 ნოემბერს გეგმავენ ამერიკაში, საბერძნეთში და იტალიაში არალეგალურად მცხოვრებ ემიგრანტ დედებთან შვილების 10-15 დღით ჩაყვანას.
”უნდა განიცადო შვილის, ოჯახის მონატრების ტკივილი, რომ ეს გაიგო”, ამბობს მაია კობაიძე, რომელსაც 2004 წელს თბილისში 18 წლის ერთადერთი შვილი დაეღუპა, როცა თვითონ თურქეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა.
პრესკონფერენციაზე მათ იმედი გამოთქვეს, რომ ახალი მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე ემიგრანტებთან ითანამშრომლებს. მამუკა ლიპარტელიანმა თქვა:
” წინა მინისტრი პაპუნა დავითაია ხშირად ჩამოდიოდა საბერძნეთში, მისი ყველა ვოიაჟი იყო გასაიდუმლოებული. 175 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს დღეს საბერძნეთში, აქედან 85% არალეგალია. წარმოიდგინეთ, 175 000 ქართველიდან პაპუნა დავითაია ხვდებოდა 10 ქალბატონს და ამას ერქვა ”დიასპორის მინისტრის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან”.
მაია კობაიძის თქმით, ძალიან მტკივნეულია ემიგრაციაში იძულებით მცხოვრებთათვის საელჩოებისა და საკონსულოების თემა:
” 12 წელია ვცხოვრობ სტამბოლში, გენერალური საკუნსულო სტამბოლშია, საელჩო კი ანკარაში. ბოლო გენერალური კონსული ბატონი ზურაბ პატარაძე იყო ნაციონალური პარტიის ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერი. მე შევხვდი მას და ზუსტად ერთი საათი ვისმინე პროპაგანდა რა კარგია ნაციონალური მოძრაობა. საკონსულო და საელჩო არის ქვეყნის სახე, ხალხის მოსამსახურე, ხალხი უხდის მათ ფულს. თქვენ უხდით ფულს, რომ იცხოვროვონ არაჩვეულებრივ ვილაში, ეს დაცინვაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს ახალი მთავრობის, ქალბატონი მაია ფანჯიკიძის, რომ ელჩები და კონსულები აღარ იქნებიან პარტიული თანამშრომლები, არამედ მოემსახურებიან საკუთარ ხალხს. ბატონი კოტე სურგულაძე ახალი დიასპორის მინისტრია, მინდა , ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დიასპორის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ჩადიან რომელიმე ქვეყანაში, შეხვდნენ არა საზოგადოების ”ნაღებს”, რომლებიც არიან იქ წარმატებულები, არამედ მივიდნენ ფაბრიკებში, სადაც ქართველები მუშაობენ, გაეცნონ რეალურ მძიმე სიტუაციას, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს იქნება ნამდვილი თანამშრომლობა საკონსულოებთან და დიასპორის სამინისტროსთან. სამინისტროს პირველი ნაბიჯებიდან დავინახავთ რეალურად შეიცვალა თუ არა სიტუაცია ამ მხრივ, საკონსულოების და საელჩოების თემა არის ყველაზე მტკივნეული ჩვენთვის”.
რაც შეეხება ტრეფიკინგის საკითხს, ამასთან დაკავშირებით მაია კობაიძე ამბობს:
” ეს ცალკე თემაა. ძალიან მძიმე თემაა. ტრეფიკინგი არ არის მარტო სექსუალური ტრეფიკინგი. იგივე შრომის პირობები. იყო ბოლოს რამდენიმე ფაქტი სტამბოლში, როცა მუშები იყვნენ ჩაკეტილები, მუშაობენ მონურ პირობებში, ყოველგვარი დასვენების გარეშე. ელემენტარულად კარები იყო დაკეტილი, იყო შემთხვევები, მოხდა ხანძარი და ხალხი იქ დაიწვა და დაიხოცა, იმიტომ რომ ვერ გამოვიდნენ”.
ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ, ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ქართველი ემიგრანტების ეტაპობრივად სამშობლოში დაბრუნება, ამბობს მამუკა ლიპარტელიანი:
”დღე და ღამე უნდა გავასწოროთ, რომ ემიგრაციაში მყოფი დედები, მამები, შვილები დაბრუნდნენ სამშობლოში. იმიტომ რომ გაუსაძლის პირობებში მუშაობენ. რა გგონიათ 800 და 900 ევრო რომ აქვთ ხელფასი? ძალიან ხშირად ღირსების შელახვის ფასად უჯდებათ მათ ოჯახების რჩენა, საშინელი სიტუაციაა. ვფიქრობ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თანადგომით, მხარდაჭერით იმედი მოგვეცა ძალიან კარგი საქმე გავაკეთოთ. ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება გულგატეხილ, თვალცრემლიან დედებთან შვილები ჩავიყვანოთ, თუნდაც ორი კვირით, მოეფერონ. შვილების ჩაყვანას თვითონ დედები დაააფინანსებენ. ლაპარაკია არალეგალურ ემიგრანტებზე, იმიტომ რომ ლეგალები ისედაც ჩამოდიან, ახერხებენ შვებულებით ჩამოსვლას, ნახულობენ თავიანთ ოჯახებს. 175 000 ქართველი ცხოვრობს საბერძნეთში დღეს, აქედან 85% არალეგალია. ათასობით დედა, რომელსაც მრავალი წელი შვილი არ უნახავს, ეს ტრაგედიაა.
საბეძნეთის მხარეს რაც შეეხება, ვთანამშრომლობ საბერძნეთში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, იქ არის სპეციალური განყოფილება, რომელიც ემსახურება ემიგრანტებს. საბერძნეთში ლოიალური კანონებია, რომელიც ეხება ჩვენ პროექტსაც, ჩვენ გვაქვს მათგან თანხმობა, რომ ემიგრანტებმა ჩამოიყვანონ შვილები. იმის შიში, რომ შეიძლება ვინმე დარჩეს, უსაფუძვლოა, ამისთვის არსებობს სპეციალური მექანიზმები, ასევე ვითხოვთ ორივე მხარისგან გარანტიებს, როგორც მშობლის, ასევე შვილისგან, ამაზე პასუხისმგებელი იქნება ჯგუფის ხელმძღვანელი, ვინც იმ ბავშვებს გაყვება. აქ არ არის ლაპარაკი 15, 12, 13 წლის ბავშვებზე, ლაპარაკია 18-დან 25 წლამდე შვილებზე”.