დღეს დაღესტანი რუსეთის ყველაზე საშიშ რეგიონად გადაიქცა. სადაც თითქმის ყოველდღე ხდება სხვადასხვა სახის ტერაქტები, ისმის სროლის და აფეთქებების ხმა.
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ დაღესტანი ბოსტონის მარათონის აფეთქებაში ეჭვმიტანილის ტამერლან ცარნაევის სამშობლოა, მოსკოვი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა.
გასულ კვირას, სამხედრო შვეულმფრენების თანხლებით, მახაჩყალაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც გავლენიანი დაჯგუფების მეთაური, რესპუბლიკის დედაქალაქის მერი საიდ ამიროვი დააპატიმრეს.
კრემლი, 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების დაწყნარებას ცდილობს.
მოსკოვი იმედოვნებს, რომ რეგიონის სტაბილიზაციის შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასია უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი რაიონი გახდება.
დერბენტი, კასპიის ზღვაზე მდებარე დაღესტანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელსაც 1500 წლის ისტორია აქვს. ბაზრის გამყიდველი შახმარდა მარდონოვი ამაყობს საკუთარი ქალაქით, დერბენტის ციხესიმაგრით და ტურისიტების ჩამოსვლას ელოდება.
დერბენტელებს კარგად ახსოვთ საბჭოთა პერიოდი, როდესაც დაღესატანში ყოველწლიურად 250 ათასი ტურისტი ჩადიოდა. დერბენტის ციხესიმაგრე იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურში შეიყვანა. დღეს აქ თითქმის არავინ ჩამოდის.
როგორც ტაქსის მძღოლი აბასუ შაქალარ სანია ამბობს, მოსკოველ მეგობრებს დერბენტის ციხესიმაგრის დათვალიერებისკენ მოუწოდებს, მაგრამ ხალხს ეშინია დაღესტანში ჩასვლა. ამბობენ, რომ აქ სროლას დაუწყებენ, მაგრამ სინამდვილეში დერბენტში მსგავსი არაფერი ხდება, აქ მშიდობიანი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს.
დერბენტის მეჩეთი 734 წელს არის აშენებული და რუსეთის ტერიტრიაზე არსებული უძველესი მეჩეთია. დერბენტის მერი იმამ იარალიევი იმედოვნებს, რომ რამდენიმე წელიწადში აქ მილიონობით ტურისტი ჩამოვა დასასვენებლად. მისი თქმით:“ ჩვენ ქალაქის განვითარება და დაღესტნელი ხალხის ძმობა და ერთობა გვინდა.“
თუმცა დღეს დაღესტანში ძალადობას ჯერ-ჯერობით დასასრული არ უჩანს. დერბენტის ციხესიმაგრეს სხვადასხვა დროს სპარსელები და არაბები ფლობდნენ. იყო დრო, როდესაც აქ მონღოლები და თურქები ბატონობდნენ, სანამ 200 წლის წინ, 1813 წელს, ქალაქი რუსებს არ ჩაუვარდათ ხელში.