ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა დაღესტანის პრეზიდენტი თანამდებობიდან გაათავისუფლა


დაღესტანის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით რამაზან აბდულატიპოვი შეასრულებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაღესტანის პრეზიდენტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. დაღესტანში უკვე რამდენიმე ხანია ისლამისტ მეამბოხეებსა და ხელისუფლების წარმოამდგენლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებები უწყვეტად მიმდინარეობს.

დღეს კრემლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა დაღესტანის პრეზიდენტი მოჰამედსალამ მოჰამედოვი რუსეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანა. მისი პოსტიდან დათხოვის მიზეზი ცნობილი არ არის.

დაღესტანის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით რამაზან აბდულატიპოვი შეასრულებს.
XS
SM
MD
LG