ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა თოვლთან, რასიზმთან და დანაშაულთან


აფრიკელები რუსეთში არასათანადო მოპყრობას უჩივიან

მოსკოვში ათასობით აფრიკელი სტუდენტი ცხოვრობს. როდესაც ნაციონალისტი სკინჰედი წაიმღერებს „ შავებზე“ რუსულად „ ჩორნიე“ ეს ნიშნავს რომ იგი ცენტრალური აზიიდან მუსლიმი შავკანიანების მიმართ პროტესტს გამოთქვამს. თუმცა აფრიკიდან ჩასული ადამიანები ამბობენ, რომ შეიძლება საფრთხე მათთვისაც არსებობდეს. აფრიკელი ემიგრანტების ჯგუფი, რომელიც პროტესტანტულ ეკლესიაში შედის, იქ გაღიზიანებას იწვევს. მოსკოვი სხვა ფერის სტუმრებს სიხარულით არ მასპინძლობს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი რუკინაი პიტსოი ყვება რომ ერთხელ მას 15 სკინჰედმა შენობამდე სდია. მან სირბილი განაგრძო, ფანჯრიდან გადახტა და ფეხი მოიტეხა.

იგი ამბობს რომ რუსეთში არ უყვართ სხვა ფერის ადამიანები. და როდესაც თავს ესხმიან ვინმეს, შებრალების უნარი არ აქვთ.

მოსკოვის პროტესტანტულმა ეკლესიამ გასულ წელს მოსკოვში აფრიკელებზე თავდასხმის 16 შემთხვევა დააფიქსირა, ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ლეტალური შედეგით დასრულდა. კონგოელ პეგი ნიკოდიაზე ფიზიკური თავდასხმა არ მომხდარა თუმცა ხშირია შეურაცხყოფა.

იგი ამბობს რომ მეტროთი მგზავრობის დროს მას მისი მისამართით გაუგონია რომ ის არის „მაიმუნი“- კამერუნელი ერიკ მერლეინი მოსკოვში მცხოვრებ აფრიკელებს რჩევებს აძლევს.

მისი აზრით ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება ეს არის სიმშვიდის შენარჩუნება და კონფლიქტური სიტუაციის და ჩხუბის თავიდან არიდება. "თუ ცემა დაგიწყეს უნდა გაიქცე რადგან თუ ჩხუბში ჩაერთე შეიძლება სიცოცხლეს გამოასალმონ“- ამბობს ის.

აფრიკელი ემიგრანტებისთვის რომლებმაც ენა არ იციან და კომუნიკაციის პრობლემაც აქვთ, რუსეთში ცხოვრება ძალიან მძიმეა.მალიდან ჩასულ იბრაგიმის დღიური ანაზღაურება 20 დოლარია. იგი მოსკოვის ქუჩებში ფლაიერებს არიგებს ან სარეკლამო აბრა უჭირავს. მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქალაქში ამ თანხით ცხოვრება ძალიან რთულია.პეგი ნიკოდია ამბობს რომ ზოგჯერ 10 აფრიკელი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. კინშასაში მას ნავთობით მდიდარ რუსეთში ცხოვრება სხვაგვარად წარმოედგინა.

იგი მოუწოდებს აფრიკელებს, რომ თავი აარიდონ რუსეთში ჩასვლას თუკი იქ არ ელოდებათ გარანტირებული სამსახური ან უნივერისტეტი. მისი მიზანია პარიზში წასვლა რადგან მას იქ ნათესავები ჰყავს.

ზოგიერთი ეთანხმება იმ აზრს რომ, განსხვავებული კანის ფერი ეგზოტიკას საბჭოთა კავშირის დროს უფრო წარმოადგენდა. ბრენდონ კროსი რუსულად მოსაუბრე აფრო-ამერიკელია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი მოსკოვში სამუშაოდ რადიოში რედაქტორად დარჩა.

კროსი ამბობს რომ ხშირად გაუგონია რომ საუბარი აღარ ეხება შავკანიანების ფერს. შავებად აღარც აფრიკელებს განიხილავენ, ახლა ახალი შავები გახდნენ კავკასიელები და ცენტრალური აზიიდან ჩასული ადამიანები,როგორც ის გვეუბნება.

რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტს სახელი თავიდან კონგოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ლიდერის პატრიკ ლუმუმბას საპატივცემულოდ დაერქვა. იგი საბჭოთა კავშირის დროს დაარსდა და მიზანი იყო მესამე სამყაროს ქვეყნებში დიპლომატიური შესვლა. ამასთან ერთად ისინი ახალგაზრდებს აფრიკიდან, ლათინური ამერიკიდან და აზიიდან საუნივერსიტეტო განათლებას სთავაზობდნენ. დღეისათვის იქ 6000 სტუდენტი ისევ სწავლობს, მათი უმრავლესობა აფრიკიდან არის.

პრორექტორი ალექსანდრ გლადუში ამბობს რომ უნივერსიტეტი აფრიკიდან ჩასულებს უსაფრთხოების ცნობებს აწვდის, თუმცა დასძენს, რომ მოსკოვი ახლა უფრო კარგად ღებულობს აფრიკიდან ჩასულებს.

და ბოლოს, პოსტსაბჭოური მოსკოვი შესაძლოა რთული ქალაქი იყოს, თუმცა შეიძლება ის შედარებით მარტივად ჩაითვალოს იმ აფრიკელებისთვის, ვინც რუსულად საუბრობს , სამსახური აქვს ან უნივერისტეტის აუდიტორიაში ზის.
XS
SM
MD
LG