ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ჰომოსექსუალებს დევნიან


ახალი კანონმდებლობის მიხედვით რუსეთში არასრულწლოვნებისთვის ჰომოსექსუალური ხასიათის პროპაგანდის მასალები აიკრძალება

რუსეთში ჰომოსექსუალების მიმართ ჩამოყალიბებულ სახელმწიფოსა და საზოგადოების განწყობებზე ამერიკის ხმის მოსკოველი კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოგვითხრობს.

გასულ თვეს საფრანგეთი ევროპაში მეცხრე ქვეყანა გახდა, სადაც ერთსქესიანი ქორწინება დაკანონდა. თუმცა რუსეთში ჰომოსექსუალებს საპირისპიროდ ექცევიან.

აპრილში მოსკოვში გამართული კინოფესტივალი, რომლის ინიციატორები ჰომოსექსუალები იყვნენ, ტრადიციული საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართა.

თუმცა წელს, მოულოდნელმა სტუმარმა თითქოს მომავლის განჭვრეტა მოინდომა. ეს იყო აკა-ეს-47 ით შეიარაღებული პოლიციელი, რომელიც პირადობის მოწმობებს ამოწმებდა
.
გასულ წელს გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, რუსეთის დუმამ თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი კანონს რომელიც არასრულწლოვანებისთვის „ჰომოსექსუალების პროპაგანდას“ კრძალავს. საბოლოო დამტკიცება თვის ბოლოს არის მოსალოდნელი.

მანი დე გუერრე ბრიტანელია, რომელიც რუსეთში დიდი ხანია ცხოვრობს. მან მოსკოვში გეი ფილმების ფესტივალის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.

მანი დე გუერრე: კანონის გავლენა არის ის, რაც საზოგადოებაში შიშს იწვევს. ეს მწვანე შუქს იძლევა მართლმადიდებელი აქტივისტებისთვის, ნაციონალისტებისთვის, რომ ეს ნორმალურია როდესაც ჰომოსექსუალებს, ლესბოსელებს სცემენ. ეს დამოკიდებულება მათ დისკრიმინაციას იწვევს.

რუსეთი სულ უფრო შორდება ევროპას, სადაც ერთსქესიანი ქორწინება უკვე ბევრ ქვეყანაში დაკანონდა. გასულ თვეს, ნიდერლანდების სახელმწიფოში მყოფ რუსეთის პრეზიდენტს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

მოსკოვში დაბრუნებული პუტინი ნაციონალური ტელევიზიით გამოსვლის დროს, გამომწვევად იქცეოდა რუსეთის პოზიციაზე ევროპის კრიტიკასთან დაკავშირებით.

მას ჰკითხეს, ევროპელებმა როგორ უნდა მოითხოვონ ის რომ, რუსეთმა ევროპელების სტანდარტები გაიზიაროს. ის ირონიით ამბობს რომ, განსხვავებულმა საზოგადოებებმა ერთმანეთის სტანდარტებს პატივი უნდა სცენ.

პუტინის კონსერვატიზმი სოციოლოგიური კვლევის სამსახურის „ ლევადას“ ბოლოდროინდელ გამოკითხვებშცი აისახა. რესპოდენტების ორი მესამედი „ გეი პროპაგანდის“ აკრძალვის კანონის გაწვევის მომხრეა. თუმცა დიდი უმრავლესობა ამბობს რომ, „გეი პროპაგანდის“ აკრძალვა წიგნების, ფილმების, გეი-აღლუმების და საპროტესტო აქციების აკრძალვასაც ნიშნავს.
ოპოზიციის ლიდერი ვლადიმერ რიჟკოვი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

ვლადიმერ რიჟკოვი: პრეზიდენტ პუტინის ოპოზიციის დამოკიდებულება გეი-აღლუმებთან დაკავშირებით და საპროტესტო აქციები რუსეთის მოსახლეობის მოსაზრებებს გამოხატავს.

კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციის „ ახალგაზრდა გვარდიის“ ლიდერი ეკატერინა სტენიაკოვა რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულებას ახმოვანებს, რომელთაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ ზიზღი აქვთ.

ეკატერინა სტენიაკოვა: ოჯახის ტრადიციული ფასეულობები რუსეთის მთავარ, რელიგიის საფუძვლებს ეყრდნობა.

გეი აქტივისტი ოლეგ გრანიკოვი ამბობს რომ, მისი რუსი ჰომოსექსუალი მეგობრები თავიანთ პირად ცხოვრებას აფიშირებას არ უკეთებენ.

ოლეგ გრანიკოვი: მოსკოვი ბევრად ლიბერალურია გეი საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე პროვინციები, იქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანია გახსნილი საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საკუთარ მშობლებთან და სამსახურში.

და რუსეთის ახალი კანონმდებლობა როგორც ჩანს, რუს გეებს მრავალი წლით შეინახავს დახურულ საკუჭნაოში.
XS
SM
MD
LG