ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლირა რეკორდულად გაუფასურდა - ქვეყანა მინისტრთა ახალი კაბინეტის  მოლოდინში


თურქული ლირა
თურქული ლირა

თურქული ფულის ერთეული ლირა დოლართან მიმართებით კიდევ უფრო გაუფასურდა და ახალი რეკორდი მოხსნა. 31 მაისის მონაცემებით ლირა რეკორდულ მინიმუმზეა. ეს მაშინ, როცა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყო.

პექსპერტების აზრით, რეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და მის ახალ გუნდს, ეკონომიკის მიმართულებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

თუმცა ამ დრომდე უცნობია ვინ უხელმძღვანელებს ერდოღანის მთავრობაში ეკონომიკურ სფეროს. არ არის გამორიცხული თანადებობა ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა შეინარჩუნოს. მეჰმედ შიმსეკი ამბობს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში იქნება.

შიმსეკის ფინანსურ პოლიტიკას თურქეთში ბევრი აკრიტიკებს. მისი გადაწყვეტილებით მოხდა საპროცენტო განაკვეთების შემცირება მაღალი ინფლაციის პირობებში, რამაც, სპეციალისტების თქმით, ლირის კიდევ უფრო მეტი გაუფასურება გამოიწვია.

„არ ვიცი, იქნება ის ახალი ფინანსთა მინისტრი თუ არა, მაგრამ ნებისმიერი სანდო სახელი მნიშვნელოვანია, რათა ბაზარს მივცეთ სიგნალი, რომ [ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით] ცვლილებები იქნება. ახლა ქმედება მნიშვნელოვანია,“- ამბობს ანალიტიკოსი კარგი კუტმანი.

ამ დროისთვის ლირა დოლართან მიმართებით თითქმის 1.6%-ით გაუფასურდა და რეკორდულად დაბალ ნიშნულს 20.75-ს მიაღწია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG