ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს


თურექთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი და მისი მხარდამჭერები დღეს დილიდან გამარჯვებას ზეიმობენ. არჩევნების მოგებამ ერდოღანის მმართველობა მესამე ათწლეულში გადაიყვანა. ოპოზიცია კი, „რთული დღეებისთვის“ ემზადება, როგორც თავად აცხადებენ, თურქეთის მზარდი ავტორიტარული მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ეს იყო „ყველაზე უსამართლო არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში“ - თქვა ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა. თუმცა, ქემალ ჩილიდაროღლი არჩევნების შედეგებს არ ეწინააღმდეგება.

28 მაისს გამართული არჩევნების მეორე ტური ერდოღანის უდიდეს პოლიტიკურ გამოწვევად განიხილებოდა. ოპოზიცია დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვებდა. თუმცა, ერდოღანმა გამარჯვება 52,2%-ით მოპპოვა. ქილიჩდაროღლუმ კი ხმათა 47,5% მიიღიო.

„ახლა დროა საარჩევნო პერიოდის დავები და კონფლიქტები გვერდით გადავდოთ და ჩვენი ეროვნული მიზნების ირგვლივ გავერთიანდეთ“ - თქვა ერდოღანმა მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებდა, რომ ოპოზიციონერი ლიდერის, ქილდაროღლუს დამარცხება, ნატოს მოკავშირეებისთვის შეშფოთების მიზეზი იქნებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, არჩევნებში გამარჯვება უკვა მიულოცა თავის „ძვირფას მეგობარ“ რეჯებ ტაიპ ერდოღანს.

ერდოღანის ოფისის წარმომადგენლების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტსა და ერდოღანს შორის დღეს სატელეფონო საუბარი უნდა შედგეს. მანამდე კი, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ტვიტერზე“ დაწერა - „მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, როგორც ნატოს მოკავშირეები ორმხრივ საკითხბზე, ასევე გლობალურ გამოწვევებზე“.

XS
SM
MD
LG