ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე თავდასხმა მოხდა


ტრიპოლიში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროზე დღეს თავდასხმა მოხდა. დაღუპულია, სულ ცოტა, 3 ადამიანი.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ჯერ ავტომატებით სროლის ხმა გაიგეს, მოგვიანებით კი, ზედა სართულზე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. დაშავებულია 10 ადამიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. 2011 წელს, დიქტატორ მოამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბია პოლიტიკურად არასტაბილური სახელმწიფო გახდა. ტრიპოლიში კანონიერ მთავრობას და სამხედრო დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება. არეულობაა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშიც, სადაც ქვეყნის ნავთობის მარაგია კონცენტრირებული. ლიბიაში ბოლო წლებში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოც" აქტიურად საქმიანობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG