ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები მუსლიმური ქვეყნებიდან მგზავრობის შეზღუდვას ემხრობიან


ამერიკელთა უმრავლესობა ტრამპის მიერ 6 მუსლიმური ქვეყნიდან ამერიკაში მგზავრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს მხარს უჭერს.

გამოცემა „პოლიტიკოსა“ და „მორნინგ ქონსალთის“ (Morning Consult) ახალი გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 60 % ამ აკრძალვას მხარს უჭერს, 28 % კი მისი წინააღმდეგია.

შეზღუდვების მხარდამჭერია რესპუბლიკელი ამომრჩევლის 84 %, წინააღმდეგი კი მხოლოდ 9 %. ამ ახალ რეგულაციას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს „არაპარტიულ“ ამომრჩეველს შორისაც. მათგან მხოლოდ 30 %-ია აკრძალვის წინააღმდეგი. რაც შეეხება დემოკრატ ამომრჩეველს, მათი 46 % ია შეზღუდვის წინააღმდეგი, 40 % კი - მომხრე.

აკრძალვა 6 ქვეყნიდან - ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი - 90 დღის განმავლობაში ამერიკაში შემოსვლას ზღუდავს, ლტოლვილთა დასახლების პროგრამას კი 120 დღით აჩერებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG